ბაიდენის ერთი წელი თეთრ სახლში და საქართველო: რა იცვლება და რა არ იცვლება თბილისისთვის?

ნინო სამხარაძე

2020 წლის ნოემბერში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის მიერ დონალდ ტრამპის დამარცხება ვაშინგტონის საგარეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების ხედვებში გარკვეულ ცვლილებებს მოასწავებდა. არსებობდა მოლოდინი, რომ აშშ დაიწყებდა ტრამპის მიერ დაზიანებული ტრადიციული ალიანსების და სტრატეგიული პარტნიორობების აღდგენას, წარმოადგენდა დიდ მოთამაშეებთან – რუსეთთან და ჩინეთთან – დაპირისპირების ახალ მიდგომებს და უფრო გააქტიურდებოდა გლობალური დემოკრატიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით.

ეს ცვლილებები მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის, რომელიც კვლავ რუსული ჰიბრიდული საფრთხის წინაშე დგას, ამ საფრთხისთვის თავის გართმევის გზაზე ოფიციალურად ისწრაფვის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, და გარკვეულ დაღმასვლას განიცდის შიდადემოკრატიზაციის თვალსაზრისით (Samkharadze 2021a).

პრეზიდენტობის ერთი წლის განმავლობაში, ჯო ბაიდენმა მართლაც დაიწყო კორექტივების შეტანა აშშ-ის საგარეოპოლიტიკურ სტრატეგიაში. ბოლო დროს მან გაააქტიურა გლობალური დემოკრატიის გეგმის პრაქტიკული კომპონენტები, რაც საქართველოსთვის ძალიან საყურადღებო მოვლენაა. გარდა ამისა, ცხადი გახდა, რომ მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგ საკმაოდ მკაცრი რიტორიკისა, ასეთივე მძაფრი არ არის პრაქტიკული პოლიტიკა, რაც ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციის შეცვლამაც აჩვენა. და ბოლოს, თავდაცვის მიმართულებით, აშშ-საქართველოს ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა კვლავ აქტიური და აქტუალურია, თუმცა, საქართველოსთვის საყურადღებოა, რომ ბაიდენის მმართველობის ერთი წლის განმავლობაში, რამდენიმე კონტექსტური გამოწვევა, წარმოიშვა, როგორიცაა ავღანეთის მისიის დასრულება და გართულებული ურთიერთობები თურქეთთან. ამგვარად, ჯო ბაიდენის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევიდან ერთი წლის შემდეგ, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, რა იცვლება და რა არ იცვლება საქართველოსთვის.

 

ასევე, აღნიშნულ პოლიტიკის დოკუმენტში:

  • აშშ-ის გლობალური ჩართულობა და დემოკრატიის სამიტი: ბეწვის ხიდი ქართული დემოკრატიისთვის
  • ურთიერთობები რუსეთთან: ხისტი რიტორიკა და რბილი სტრატეგია
  • რეგიონული უსაფრთხოება, საქართველო და კონტექსტური გამოწვევები
  • რა იცვლება და რა არ იცვლება ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი წლის შემდეგ საქართველოსთვის?

 

ნახვა გადმოწერა

 

 

Related Posts