ახალი მოთამაშე საქართველოს პოლარიზებულ პოლიტიკაში: გამოწვევები და შესაძლებლობები

გივი სილაგაძე

საქართველოს პოლარიზებულ პოლიტიკურ ველზე ახალი მოთამაშე – მამუკა  ხაზარაძე – გამოჩნდა. პოლიტიკაში მისმა ჩაბმა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებასა და მედიაში, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, დიდი ალბათობით, სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. (more…)

...

საქართველო, ნატო და “გერმანული მოდელი”: რისი ცოდნაა საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად?

ლევან კახიშვილი[1]

თითქმის, ორი ათწლეულია, რაც საქართველო აქტიურად ცდილობს ნატო-ში გაწევრიანებას. თუმცა მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა თბილისმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) ვერ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ამავე სამიტზე საქართველომ მიიღო მყარი ოფიციალური დაპირება, რომ ის აუცილებლად შეუერთდება ალიანსს[2], კონკრეტული სტრატეგია გაწევრიანების მიზნის სისრულეში მოსაყვანად ბუნდოვანი რჩება.

(more…)...

პუტინის “მოწყალება” და საქართველო: კარნავალი თუ პოლიტიკა?

გრიგოლ გეგელია*

7 ივლისის საღამოს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” წამყვანმა – გიორგი გაბუნიამ – პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა რუსეთის პრეზიდენტს – ვლადიმერ პუტინს. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული შოუს წამყვანის მიერ გაჟღერებულ მკაფიოდ არანორმატიულ ლექსიკას, დაუყონებლივ მოჰყვა საზოგადოებრივი აღშფოთება, რომელმაც ყველა იდეოლოგიისა და მისწრაფების ადამიანი გააერთიანა.

(more…)...

იდენტობის პოლიტიკა და პოპულიზმი: ევროპული გაკვეთილები საქართველოსთვის

ბიძინა ლებანიძე

საქართველო პოსტ-საბჭოთა სივრცეში ყველაზე პროდასავლურ ქვეყნად აღიქმება, თუმცა მოსახლეობისა და პოლიტიკური სპექტრის პროდასავლური განწყობა ხშირად არ ისახება დასავლური ღირებულელების მიმღებლობის ხარისხში.

(more…)...

საქართველოს პარალელური ნაციონალიზმები

სალომე კანდელაკი

ბოლო კვირების მანძილზე საქართველოში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა ეროვნული ღირებულებების, თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვის მოთხოვნით. ეს აქციები თავიანთი ფორმითა და შინაარსით არსებითად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, თუმცა ყველა მათგანი “ღირსებისთვის” ბრძოლას ემსახურებოდა. შესაბამისად, ქვემოთ განხილულია სამი სხვადასხვა საკითხის გარშემო შექმნილი საპროტესტო ტალღა და გამოვკვეთილია სხვადასხვა ტიპის ნაციონალისტური გამოვლინებები.

(more…)...

საგარეო პოლიტიკა და საზოგადოებრივი კონტროლი: რა შეუძლიათ და რა არ შეუძლიათ პოლიტიკურ რეჟიმებს საქართველოში

კორნელი კაკაჩია, ბიძინა ლებანიძე

რუსეთის დუმის წევრის საქართველოს პარლამენტში ხილვით აგორებულმა ანტისამთავრობო პროტესტმა, შეარყია მმართველი “ქართული ოცნების” პარტია და პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციუმა გამოყენებამ, კიდევ უფრო მეტად შელახა “ქართული ოცნების” ისედაც შელახული იმიჯი. მიმდინარე მოვლენებმა ასევე ნათლად წარმოაჩინა მთავარი ოპოზიციური პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რადიკალური სახე, რომელმაც პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა.

(more…)...

რას ნიშნავს საქართველოსთვის ჰოლანდიელების მიერ ევროკომისიისათვის ალბანეთთან დაკავშირებული მოთხოვნის წაყენება ?

იელგერ გროენეველდი[1]

ჰოლანდიის მთავრობამ ევროკომისიისთვის ალბანელებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების მოთხოვნა წარუდგინა , რითიც ქვეყანა 2010 წლიდან სარგებლობს. გადაწყვეტილება, რომელსაც მხარი ჰოლანდიის პარლამენტმა დაუჭირა, უკავშირდება ოთხი ჰოლანდიის პარლამენტის წევრის მიერ წარდგენილ ინიციატივას დროებით შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში ალბანელი ეროვნების ადამიანებისთვის.

(more…)...

ევროპარლამენტის არჩევნები: შედეგები ევროკავშირისთვის და საქართველოსთვის

ირაკლი სირბილაძე*

2019 წლის 23-26 მაისის ევროპარლამენტის არჩვევნები ევროკავშირის შიგნით არსებული მზარდი ევროსკეპტიციზმისა და რადიკალური მემარჯვენე და პოპულისტური პარტიების მიერ ზოგიერთ ეროვნულ არჩევნებში მიღწეული წარმატებების ფონზე მიმდინარეობდა. შესაბამისად, ევროპარლამენტის არჩევნების ირგვლივ მიმდინარე დისკუსიაც სწორად ამ მიმართულებით წარიმართა, რამაც არჩევნები ევროსკეპტიკოსებსა და ევროკავშირის მომხრეებს შორის შეპირისპირებად აქცია. მეტიც, პოპულისტური ტალღის საფრთხის გამო, ბევრი 2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებს ევროკავშირის ‘საშინელ წლად’ (annus horribilis) ახასიათებდა.

(more…)...

თბილისისა და კიევის მეგობრობის გამოწვევები – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალია

თამარ ჩაფიძე, ანდრეას უმლანდი

უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე რუსეთსა და ევროკავშირთან ურთიერთობების ფარგლებში საქართველო და უკრაინა მჭიდრო გეოპოლიტიკური მოკავშირეები გახდნენ.

(more…)...

ვენესუელის კრიზისი: გამომწვევი მიზეზები და მოსალოდნელი შედეგები საქართველოსთვის

ირაკლი სირბილაძე

ვენესუელაში მიმდინარე მასობრივმა სახალხო პროტესტმა, რომელიც ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ კრიზისსა და მადუროს რეჟიმის მზარდ ავტორიტარიზმზე რეაგირებაა, მკაფიო საგარეო განზომილება მას შემდეგ შეიძინა, რაც 2019 წლის 23 იანვარს ვენესუელის საკანონმდებლო ორგანოს, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ თავი ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მისი დროებითი პრეზიდენტობის ლეგიტიმურობის აღიარება მოჰყვა.

(more…)

...