#გააშუქეEU – “სახელმწიფოს სმენადაქვეითებული ადამიანების არ ესმის”

ავტორი: მარი ბოლქვაძე
სიუჟეტი გავიდა აჭარა TV-ის გადაცემა #ჰეშთეგის ეთერით
სიუჟეტი მომზადდა პროექტის – #გააშუქეEU – ფარგლებში

სახელმწიფოს არ ესმის სმენადაქვეითებული ადამიანების, ვერ ამყარებს მათთან კომუნიკაციას და შესაბამისად – ტოვებს მათ საზოგადოებრივი ცხოვრების მიღმა.

მაია ბოლქვაძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვინც არ ეგუება არსებულ ვითარებას და საკუთარი ცხოვრების წესით ცდილობს იყოს ცვლილება, რომლის განხორციელებაც სურს.

ფილიპ პაზდერსკი გვიზიარებს გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ შეძლო პოლონეთმა ევროკავშირის მხარდაჭერით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება .


სიუჟეტი მომზადდა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტის – “ვიშეგრადის 4 ქვეყნის გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხების პროფესიონალური მედიაგაშუქების ხელშეწყობისთვის“ – ფარგლებში.

პროექტი თანადაფინანსებულია ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მეშვეობით. აღნიშნული ფონდის მისიაა, ცენტრალურ ევროპაში, მდგრად რეგიონულ თანამშრომლობასთან დაკავშირებული იდეების განვითარებას შეუწყოს ხელი.

სიუჟეტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის, გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და მასარისკის უნივერსიტეტის შეხედულებებს.

Related Posts