გამოწვევები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე – ექსპერტთა შეფასება

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ტენდენციებისა და პერსპექტივების შესახებ,  ოცი ქართველი და უცხოელი ექსპერტი გამოკითხა. გამოკითხული ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა და დემოკრატიზაციის პროცესები მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან და რომ საქართველო დემოკრატიის კონსოლიდაციას ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე ვერ შეძლებს. ექსპერტები ასევე მიიჩნევენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესს საქართველოში მყარი საფუძველი აქვს და მხარს უჭერს, როგორც პოლიტიკური ელიტა, ასევე მოსახლეობა. საგულისხმოა, რომ საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებით, ევროკავშირი ჯერ კიდევ არ მიიჩნევს, რომ  საქართველოს შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანება უახლოეს მომავალში. შესაბამისად, საქართველოში ევროკავშირის მიერ განხორციელებული დემოკრატიზაციის ზეწოლა აღემატება აღმოსავლეთ პარტნიორების საშუალო მაჩვენებელს, თუმცა ბევრად ჩამორჩება ევროპულ სტანდარტებს.

ნახვა გადმოწერა

Related Posts