გეოპოლიტიკა და უსაფრთხოება: ახალი სტრატეგია სამხრეთ კავკასიისთვის

სამხრეთ კავკასიის რეგიონი რუსეთის, ევროკავშირის, ირანისა და ჩინეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და ენერგო ინტერესების გასაყარზე მდებარეობს. რეგიონი ხასიათდება სუსტი სახელმწიფოებრიობით და გადაუწყვეტელი კონფლიქტებით. სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებს შორის წამყვანი ადგილი დროში გაწელილ სეპარატისტულ კონფლიქტებს უჭირავთ, რომლებშიც გარე აქტორებიც, მათ შორის რუსეთიცა და თურქეთიც, არიან ჩართულნი. ევროკავშირი ცდილობს, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში, რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფას და მის გარდაქმნას. ამის მიუხედავად, მზარდი კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთში რუსეთსა და დასავლეთს, თურქეთს და მისი მოკავშირეებს შორის, რასაც თან ერთვის, ჩინეთის გაძლიერება,ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამხრეთ კავკასიაზე.

წიგნი გამოიცა კორნელი კაკაჩიასშტეფან მაისტერისა და ბენჟამინ ფრიკეს რედაქტორობითა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

ნახვა გადმოწერა

წიგნის ავტორები არიან: დოქტ. სვანტე კორნელი (ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტი), ლორ დელკური (Fondation Maison des Sciences de l’Homme), ბენჟამინ ფრიკე (კონრად ადენაუერის ფონდი), რიჩარდ გირაგოსიანი (რეგიონული კვლევების ცენტრი), კახა გოგოლაშვილი (საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი), დოქტ. კორნელი კაკაჩია (საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი), დოქტ. ჰრანტ კოსტანიანი (ევროპის პოლიტიკის კვლევების ცენტრი), დოქტ. ანდრეი მაკარიჩევი (ტარტუს უნივერსიტეტი), შტეფან მაისტერი (გერმანიის საგარეო ურთიერთობების საბჭო), ნონა მიხელიძე (Istituto Affari Internazionali), გულმირა რჟაევა (სტრატეგიული კვლევების ცენტრი), პროფ. ბრენდა შაფერი (ატლანტიკური საბჭო), ლისინია სიმაო (კოიმბრას უნივერსიტეტი), დოქტ. ანარ ვალიევი (ადას უნივერსიტეტი), ალექსანდარა იატსი (რუსეთისა და ევრაზიის კვლევების ცენტრი, უპსალას უნივერსიტეტი).

 

 

Related Posts