გერმანიის საპარლამენტო არჩევნების შედეგები: პოპულიზმი, იამაიკა-კოალიცია და საქართველო

მიხეილ სარჯველაძე

გერმანიაში 24 სექტემბერს გამართული საპარალამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ცხადია, რომ გერმანიის კანცლერი ისევ ანგელა მერკელი გახდება. თუმცა საინტერესოა, თუ რა შეიცვლება გერმანიის პოლიტიკურ ცხოვრებაში ამ არჩევნების შედეგად და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ცვლილებები საქართველოსთვის. პირველ რიგში აუცილებელია შედეგების ანალიზი, რადგან გაერთიანებული გერმანიის ისტორიაში პირველად მემარჯვენე-რადიკალური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის პარლამენტში მანდატების 1/7-ს მიიღებს. მიზეზები, რომლებმაც განაპირობეს აღნიშნული პარტიის არჩევა, მჭიდრო კავშირშია ევროკავშირში მემარჯვენე-პოპულისტური პოლიტიკური ჯგუფების გაძლიერების ტენდენციასთან.

საქართველოსთვის გერმანიის საპარლამენტო არჩევნები პირველ რიგში მნიშვნელოვანია ორი საკითხის გამო: 1) თუ რა პოზიცია აქვს იმ პარტიებს, რომლებიც სავარაუდოდ ახლო მომავალში შექმნიან სამთავრობო კოალიციას, ე.წ. პოსტსაბჭოთა სივრცესთან მიმართებაში 2) რა შეიცვლება საქართველოსთვის გერმანიის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

ნახვა გადმოწერა

Related Posts