“ევროკავშირის გაშუქება: მედიის როლი საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებში” – GIP-იმ მედიაკონფერენციას უმასპინძლა

4 ივლისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) უმასპინძლა მედიაკონფერენციას – “ევროკავშირის გაშუქება: მედიის როლი საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებში” #გააშუქეEU – სასტუმრო ბილტმორში.

კონფერენციაზე მკვლევარებმა საქართველოდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან და ჩეხეთიდან იმსჯელეს, მედიის სარედაქციო პოლიტიკაზე ევროკავშირის საკითხების გაშუქებისას და ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარების პარალელურად, გააანალიზეს, თუ როგორ შეუძლია მედიისა და სახელმწიფოს თანამშრომლობას გააძლიეროს სტრატეგიული კომუნიკაციები საქართველოს ევროინტეგრაციისთვის.

პროექტის -„ვიშეგრადის 4 ქვეყნის გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხების პროფესიონალური მედიაგაშუქების ხელშეწყობისთვის“ – დასკვნითი მედიაკონფერენცია ჩატარდა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით, GLOBSEC-თან (სლოვაკეთი), საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (ISP, პოლონეთი) და მასარიკის უნივერსიტეტთან (ჩეხეთის რესპუბლიკა) თანამშრომლობით, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით.

პროექტის – “ევროკავშირის გაშუქება: მედიის როლი საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებში” –
დასკვნითი კონფერენცია #გააშუქეEU
ფოტო © საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა ქვეყნის კონსტიტუციითაა გამყარებული და ხელს უწყობს დემოკრატიზაციის პროცესსა და პოზიტიური რეფორმების გატარებას სახელმწიფოში. თუმცა წარმატება დამოკიდებულია საქართველოს მოქალაქეების სურვილზე, მხარი დაუჭირონ ამ რეფორემებსა და დაუახლოვნენ ევროკავშირს. მაშინ, როცა ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოში მემარჯვენე პოპულისტური ფრთა ძლიერდება, რასაც კიდევ უფრო მეტად ამწვავებს აქტიური ანტიდასავლური პროპაგანდა და რუსეთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, ადგილობრივი მედია შესაძლოა წააწყდეს გამოწვევებს ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას.

როგორ ირჩევენ მეიდასაშუალებები თემებსა და წყაროებს ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას? რამდენად ესახებათ ჟურნალისტებს ანტიდასავლური პროპაგანდა გამოწვევად მათ სამუშაო სივრცეში? რამდენად წარმატებით მუშაობენ სახელმწიფო უწყებებთან და როგორაა შესაძლებელი ამ თანამშრომლობის გაუმჯობესება? დაბოლოს, გამოწვევები, რომლებზეც ვსაუბრბოთ, მხოლოდ საქართველოსა და მისი მსგავსი ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი, თუ ევროკავშირის წვერი ქვეყნებიც დგანან მათ წინაშე?

პროექტის – “ევროკავშირის გაშუქება: მედიის როლი საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებში” –
დასკვნითი კონფერენცია #გააშუქეEU
ფოტო © საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

კონფერენცია GIP-ის დირექტორმა, კორნელი კაკაჩიამ, გახსნა. მან პროექტის შედეგები შეაჯამა და ევროკავშირის საკითხებზე კომუნიკაციაში მედიის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოში ჩეხეთის ელჩი – პეტერ მიკისკა, რომელმაც ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის სამომავლო გეგმები გააცნო.

პირველ სესია დაეთმო კვლევის შედეგების პრეზენტაციას, რომელიც საზოგადოებას პროექტის პარტნიორებმა და კვლევის ავტორებმა: ეკატერინე ბასილაიამ (აფილირებული ანალიტიკოსი, GIP) ფილიპ პაზდერსკიმ (უფროსი ანალიტიკოსი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, პოლონეთი) პეტრა კუხინკოვამ (ასისტენტ პროფესორი, მასარიკის უნივერსიტეტი, ჩეხეთი) და იან ცინგელმა (ევროპის სამეზობლო პროგრამის ხელმძღვანელი, GLOBSEC, სლოვაკეთი) წარუდგინეს.

პროექტის – “ევროკავშირის გაშუქება: მედიის როლი საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებში” –
დასკვნითი კონფერენცია #გააშუქეEU
ფოტო © საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

კვლევა შეეხება, საქართველოსა და ვიშეგრადის სამ ქვეყანაში – სლოვაკეთში, პოლონეთსა და ჩეხეთში – მედიის სარედაქციო პოლიტიკასა და გამოცდილებას ევროკავშირთან დაკავშირებული თემების გაშუქებისას. სესია, რომელსაც GIP-ის დირექტორის მოადგილე, რენატა სკარჯუტე-კერესელიძე, უძღვებოდა, ეხმიანებოდა ქვემოთ მოცემულ საკვანძო კითხვებს:

-რამდენადაა ევროკავშირთან დაკავშირებული თემების გაშუქება მედიის დღის წესრიგის ნაწილი საქართველოსა და ვიშეგრადის სამ ქვეყანაში?

-როგორ უმკლავდებიან რედაქტორები და ჟურნალისტები რუსულ დეზინფორმაციასა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას? რამდენად წარმოადგენს ეს მათთვის გამოწვევას ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას?

-რა მსგავსებები და განსხვავებებია მედიის სარედაქციო პოლიტიკაში საქართველოში, სლოვაკეთში, ჩეხეთსა და პოლონეთში, ზემოთ აღნიშნული თემების გაშუქებისას?

პროექტის – “ევროკავშირის გაშუქება: მედიის როლი საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებში” –
დასკვნითი კონფერენცია #გააშუქეEU
ფოტო © საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

მეორე სესია შეეხებოდა მედიის როლს სტრატეგიულ კომუნიკაციებში ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებზე. ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ინფორმირება კომპლექსური საკითხია და სახელმწიფოსთან ერთად, ამ საქმიანობას ინაწილებენ სხვა აქტორებიც, მაგ. მედიასაშუალებები. რეგიონულ მედიასაშუალებებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ხმა მიაწვდინონ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, მაგრამ რიგი გამოწვევების წინაშე დგანან, როგორებიცაა არასაკმარისი რესურსები ან ამ რესურსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა და ანტიდასავლური პროპაგანდა.  სესია ეფუძნებოდა ლევან კახიშვილის (პოლიტიკის ანალიტიკოსი, GIP) მიერ მომზადებულ პოლიტიკის დოკუმენტს – „ევროკავშირთან დაკავშირებული თემების გაშუქება ადგილობრივი მეიასაშუალებების მიერ საქართველოში: სახელმწიფოსა და მედიის თანამშრომლობის ეფქტურობა“.  ლევან კახიშვილთან ერთად, მომხსენებელთა შორის იყვნენ – ლაშა ტუღუში, (დირექტორი, ლიბერალური აკადემია – თბილისი), ნაზიბროლა რეხვიაშვილი (ჟურნალისტი, FactCheck). სესია, რომელსაც საქართველოს ანტალნტიკური საბჭოს დირექტორი, გიორგი მუჩაიძე, უძღვებოდა, ეხმიანება ქვემოთ მოცემულ საკვანძო კითხვებს:

-როგორია მედიის როლი სტრატეგიულ კომუნიკაციებში ევროკავშირის საკითხებზე? არსებობს თუ არა ამ კუთხით განსხვავება ადგილობრივ და საზოგადოებრივ მედიასაშუალებს შორის?

-რამდენად ეფექტურია სახელმწიფოსა და მედიას შორის კომუნიკაცია ევროკავშირთან დაკავშირებულ თემებზე? რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას მისი გაუმჯობესებისთვის?

როგორ შეუძლია სახელმწიფოს მედიისთვის ხელისშეწყობა, როცა მათ სურთ, საქართველოს ევროპეიზაციასთან და ევროკავშირთან დაკავშირებული თემების გაშუქება?

პროექტის – “ევროკავშირის გაშუქება: მედიის როლი საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებში” –
დასკვნითი კონფერენცია #გააშუქეEU
ფოტო © საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

კონფერენციის პროგრამა

მომხსენებელთა შესახებ


ფოტოები ღონისძიებიდან:

Related Posts