ევროკავშირი ქართული კრიმინალური პრობლემების პირისპირ

იელგერ გრონეველდი*

უკვე სამი თვეა საქართველომ მიიღო უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის შენგენის ზონაში, თბილისში აღინიშნა ეს ფაქტი, როგორც ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ამბიციების მთავარი მიღწევა. მას შემდეგ, ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირში მოგზაურობის მსურველ ქართველთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა . ქართველები ხშირად იღებენ ინფორმაციას შიდა ვაჭრობის და ინვესტიციების პოზიტიურ პროგრესზე, რომელიც ხორციელდება 2014 წელს გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე. გასულ კვირას საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან ერთად აძლიერებს ძალისხმევას თავის აღმოსავლელ პარტნიორებთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. თბილისიდან ჩანს, რომ მომავალი ნათელია.

მაგრამ როგორ გამოიყურება ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებიდან? საქართველოსთვის (და უკრაინისთვის) ვიზა ლიბერალიზაციის გადადების შესახებ მოთხოვნა გააკეთა ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ, არგუმენტით, რომ მომხდარიყო მექანიზმების კიდევ ერთხელ გადახედვა. იმ შემთხვევაში თუ დაირღვევა ქვეყნისთვის მიცემული წესები, ან ეჭვი იქნება შეტანილი მის შესრულებაზე, შესაძლებელი იქნება ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. გასულ წელს, როდესაც შეთავაზებულ იქნა საკითხის გადახედვა, გერმანულმა მედიამ განაცხადა, რომ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების სტატისტიკა ერთ-ერთი წამყვანია ქვეყნის კრიმინალურ მოვლენებში. მოგვიანებით დადასტურდა, რომ ზემოთ ხსენებული ბრალდებები ნაწილობრივ არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ახლა, როდესაც ქართველები ვიზალიბერალიზაციას ზეიმობენ, ეს საკითხი დავიწყებას მიეცა.

თუმცა, ბოლო თვეს, ჰოლანდიის ნაციონალურმა გაზეთმა მიიღო პოლიციის ოფიციალური ანგარიში და იმ ადამიანთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების სტატისტიკა, რომლებიც 2016 წელს ითხოვდნენ თავშესაფარს ქვეყანაში. ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა, რამაც ინტენსიური და ღია დებატები გამოიწვია. ანგარიშზე დაყრდნობით თავშესაფრის მაძიებელი ადამიანები 4 ერის წარმომადგენლები არიან : ალბანელები, ქართველები, მაროკოელები და ალჟირელები. ჰოლანდიის საიმიგრაციო სამსახურის მიერ განისაზღვრა, რომ ზემოთხსენებული ოთხივე ქვეყანა უსაფრთხოა, ამიტომაც მათი მოთხოვნა თავშესაფრით დაკმაყოფილების შესახებ უარყოფილ იქნა. რა თქმა უნდა, იმ დროს, როდესაც საიმიგრაციო სამსახურმა ეს სტატისტიკა მიიღო საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ჯერ არ იყო ძალაში შესული, თუმცა დამნაშავეთათვის ამ გზით ქვეყანაში ადვილად შეღწევა მთავარ პრობლემად რჩებოდა ევროკავშირის ქვეყნებისთვის, მათ შორის ყველაზე მწვავედ ეს პრობლემა გერმანიაში იდგა. სანამ დასკვნაზე გადავალთ, რა შეიძლება ითქვას ამ სტატისტიკის შესახებ?


ილუსტრაცია 1) ყოველთვიური თავშესაფრის მოთხოვნა ეროვნების მიხედვით, 2016 წელი მთავარი -10, პლუს კოსოვო და უკრაინა


თავშესაფრის მოთხოვნა (რიცხვებში გადაყვანილი)

2016 წელს ჰოლანდიას თავშესაფრის მოთხოვნით 600-მა ქართველმა მიმართა, 2014 და 2015 წლის მონაცემებთან შედარებით რიცხვი გაორმაგებულია, რამაც ქვეყანა თავშესაფრის მთხოვნელთა მეწინავე რიგებში გადაიყვანა. ბევრს უკვე გაგზავნილი ქონდა მოთხოვნა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ, თუმცა მათ მოთხოვნაზე უარი ეთქვათ დუბლინის რეგულაციების გათვალისწინებით. 2016 წელს შემოსული განმცხადებლების 40 პროცენტი წარმოშობით იყო უსაფრთხო ქვეყნიდან, თუმცა სწორედ მათზე მოდის იმ წელს ჩადენილ დანაშაულებათა 65 % .

ილუსტრაცია 2) თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა და კრიმინალის დონე წარმოშობის ქვეყნის მიხედვით; * ფიფქით მონიშნული ქვეყნები წარმოადგენენ უსაფრთხო ქვეყნებს”.

დანაშაულში ეჭვმიტანილ მაძიებლებს შორის 4 ძირითადი ქვეყნის წარმომადგენლები გამოიკვეთნენ. ეს ციფრები მეტყველებენ იმაზე, რომ ამ ქვეყნების წარმომადგენლების უმრავლესობა ბოროტად იყენებს თავშესაფრის პროცედურებს, რათა დარჩნენ ქვეყანაში გარკვეული დროის განმავლობაში. რომ შევადაროთ, თავშესაფრის მაძიებელთა საშუალო მაჩვენებელი და თავშესაფრის მაძიებელი ქართველები, საქართველოს მოქალაქეები  9-ჯერ მეტად იღებენ მონაწილეობას დანაშაულებრივ ქმედებებში.

ილუსტრაცია 3ა) თავშესაფრის მაძიებელთა ეროვნების პროპორციები საერთო ჯამში.
ილუსტრაცია 3ბ) დანაშაულის თანაფარდობა და ეჭვმიტანილის წარმოშობა

2016 წლიდან ჰოლანდიის პოლიცია ეწევა ყოველკვირეულ მონიტორინგს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დანაშაულებებს, რომელიც ჩაიდინეს იმ პირებმა, რომლებიც ითხოვენ თავშესაფარს და რომლებიც არიან „უსაფრთხო ქვეყნის“ მოქალაქეები. ამ მონიტორინგის მიზანია გრძელვადიანი მოდელის შექმნა, რომელმაც შეიძლება მოახდინოს პოლიტიკაში ეფექტიანი ცვლილებების შეტანის სტიმულირება. 2016 წლის პირველ ნახევარში დანაშაულის ჩამდენთა შორის დომინირებდენ ალბანელები და ქართველები; მეორე ნახევარში დაფიქსირდნენ თავშესაფრის ალჟირელი და მაროკოელი მაძიებლები. სანამ  ხელისუფლება განიხილავს ბრძოლის სხვადასხვა გზებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ და არიან უსაფრთხო ქვეყნების მოქალაქეები, პოლიტიკური დებატები არ მიმდინარეობს.

 

პოლიტიკა
სამხრეთული ქალაქის ვეერტის მერი, ლიბერალური პარტიის D66-ის წევრი ჯო ჰეიმანსი ადრე ცდილობდა ფოკუსირება მოეხდინა იმ დამნაშავეებზე, რომელებიც ითხოვდნენ თავშესაფარს და იყვნენ უსაფრთხო ქვეყნების მოქალაქეები. 2016 წლის დეკემბერში ჰეიმანსმა თავშესაფრის ათობით მცხოვრები ამყოფა დე ფაქტო შინა პატიმრობაში. შინაპატიმრობა რამდენიმე ადამიანმა დაარღვია. გასულ კვირას მან გაამკაცრა ზომები, მოითხოვა პროკურორისგან, რომ აღძრას სისხლის სამართლის საქმე იმ პირთა მიმართ, ვინც დაარღვია შინა პატიმრობა, ასევე შესთავაზა დაკავების სხვა მეთოდებიც.   

პარლამენტში ქრისტიან დემოკრატთა პარტიის ლიდერმა ჰოლანდიის საზოგადოებრივ რადიოში განაცხადა, რომ შესაძლოა არსებობს კავშირი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციაზე უარის თქმას და გახშირებულ კრიმინალს შორის.  რა თქმა უნდა, ეს  ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, რადგან  სავიზო შეფერხების გავლენა დანაშაულის ზრდასთან  ჯერ კიდევ არ არის შეფასებული . სავიზო რეჟიმის გაუქმებიდან პირველი თვის განმავლობაში საქართველოდან თავშესაფრის განმცხადებელთა რაოდენობა 50% -ზე მეტით შემცირდა. თუმცა, ეს ფაქტი არაფერს ამბობს დამნაშავეებზე. მიუხედავად ამისა, დეპუტატმა განაცხადა, რომ შესაძლოა წამოაყენოს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხი, რაც “საქართველოს მთავრობა წნეხის ქვეშ მოაქცევს.”

მიგრაციის საკითხი მნიშვნელოვან როლს თამაშობს პოლიტიკური კუალიცების ფორმირების დროსაც. მარტის არჩევნების შემდეგ ჰოლანდიელმა დეპუტატებმა დაიწყეს მოლაპარაკებების წარმოება ახალი კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით. ახალი კოალიციის ძირითად ნაწილს შეადგენენ ლიბერალური კონსერვატორები (VVD), ქრისტიან-დემოკრატები (CDA) და სოციალური ლიბერალები (D66), რომლებიც ცდილობენ შექმნან უმრავლესობის კოალიცია. ეს ვერ მოხერხდა იმიგრაციის საკითხზე შეთანხმების არარსებობის გამო . ამჟამად, კოალიციის ძირითადი ნაწილი მოლაპარაკებებს აწარმოებს ქრისტიანულ კავშირთან . იმიგრაცია, განსაკუთრებით ევროპის ლტოლვილთა და თავშესაფრის გამოწვევები, ჯერ კიდევ გადამწყვეტი საკითხია.

 

დანაშაულის ექსპორტირება?
ცოტა ხნის წინ საბერძნეთში დააკავეს ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები, ასეთმა ჯგუფებმა  ნეგატიური შეფასება მიიღეს ესპანეთში და გერმანიაში. გერმანიაში ეს გახდა ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეფერხების მიზეზი. ახლა უკვე ჰოლანდიაში მოხდა ასეთი ტიპის ქართველთა გამოვლენა. რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის და მისი რეპუტაციისთვის ევროკავშირში? აღსანიშნავია, რომ 2013 წელს “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ათასობით მსჯავრდებული გაათავისუფლა პატიმრობისგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ჩადენილ დანაშაულებებსა და ზემოთხსენებულ ამნისტიასთან კავშირი  გამოვლენილი არაა, მაინც ჩნდება კითხვა, შეიძლება თუ არა დაზარალდეს საქართველო ასეთი ბუმერანგის პრინციპით. 

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების განხილვა  სერიოზული დარტყმა იქნებოდა საქართველოსთვის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მთავრობა ევროკავშირის „წევრობის პერსპექტივას“ განიხილავს. მოსალოდნელია განსხვავებული მოსაზრებების გამოთქმა ევროპულ დედაქალაქებს და თბილისს შორის საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ კრიმინალური ექსპორტი არ არის “ევროპული ” გზა, რომ ისინი მზარდი უარყოფითი რეპუტაციის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ. სახლში ევროპული მიზნების და ამბიციების გაყიდვა არ ნიშნავს ბრიუსელში კარის ავტომატურად გაღებას. 


ნახაზები: ეფუძნება წყაროებს რომლებიც მოწოდებულია  ჰოლანდიის პოლიციის და  IND საიმიგრაციო სამსახურის მიერ
ფოტოები : ეკუთვნის ჰოლანდიის იუსტიციის სამინისტროს, 2014.


*იელგერ გრონეველდი –  D66 ლიბერალ-დემოკრატიული პარტია, ნიდერლანდები. ბორდის წევრი, საერთაშორისო უსაფრთხოების და თავდაცვის განყოფილება. 

**პუბლიკაცია მომზადდა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” და ფონდი “ღია საზოგადოება–საქართველოსა” შეხედულებებს.

Related Posts