ევროკავშირსა და მოლდოვას შორის უვიზო მიმოსვლის ხუთი წელი

იულიან რუსუ

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა 2009 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ამოქმედების შემდეგ ევროკავშისა და მოლდოვას შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია. დღემდე, დაახლოებით, 2.1 მილიონმა მოლდოვის მოქალაქემ (მოსახლეობის 60%-ზე მეტი) იმოგზაურა ევროკავშირში ვიზის გარეშე. მოლდოვა განაგრძობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების შესრულებას: სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტები შეესაბამება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) უსაფრთხოების სტანდარტებს. ევროკავშირის სახელმწიფოებში მოლდოვის მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის განცხადებები 2014 წელს 480-დან 2018 წელს 3,835-მდე გაიზარდა. თუმცა ეს რიცხვი შედარებით დაბალია. ევროკავშირთან რეადმისიის შეთანხმება სწორად ხორციელდება. მოლდოვას მთავრობა ასრულებს საკუთარი და მესამე ქვეყნის  მოქალაქეების რეადმისიის მოთხოვნებს.

თუმცა არსებობს პრობლემური საკითხებიც. მაგალითად, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯებია გადასადგმელი ფულის გათეთრების რისკების შესამცირებლად. კერძოდ, ოფშორულ იურისდიქციებს უნდა აეკრძალოთ გარკვეული ტიპის ტრანზაქციები (მათ შორის პრივატიზაცია, საჯარო შესყიდვები, კონცესიები და საჯარო-კერძო თანამშრომლობა) და უნდა გაძლიერდეს საეჭვო ტრანზაქციების მონიტორინგი, ისევე როგორც უნდა გაუმჯობესდეს უკანონო ფინანსების გაყინვისა და ჩამორთმევის მექანიზმები. საზღვარგარეთიდან მიღებული დამატებითი ინფორმაცია მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეების ქონების იდენტიფიცირებისა და წარმომავლობის დადგენისთვის, რაც, დამტკიცების შემთხვევაში, საზოგადოებას საჯარო მოხელეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში დაეხმარება და, შესაბამისად, კორუფციისა ან დანაშაულის რისკს შეამცირებს.

ნახვა გადმოწერა


მიმომხილველი და საერთაშორისო კონსულტანტი:

  • ალექსანდრა შტიგლმაიერიუფროსი ანალიტიკოსი ბრიუსელში, ევროპული სტაბილურობის ინიციატივა (ESI).       

 ავტორი:         

  • იულიან რუსუ – აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ევროპული პოლიტიკის და რეფორმის ინსტიტუტი (IPRE)

წინამდებარე პუბლიკაცია მომზადდა პროექტის „საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთს შორის გამოცდილების გაზიარების გზით ვიზალიბერალიზაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP, საქართველო) ევროპული პოლიტიკის და რეფორმის ინსტიტუტთან (IPRE, მოლდოვა) და გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკურ ცენტრთან (ACGRC, სომხეთი) ერთად.

პუბლიკაცია შემუშავდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და ის შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის მოსაზრებებს.

პროექტი ხორციელდება „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ ქვე-გრანტის სქემის ხელშეწყობით (FSTP) და ფინანსდება ევროკავშირის მიერ, რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობის ფარგლებში. აღნიშნული ქვე-გრანტის სქემის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი ხელს უწყობს პლათფორმის წევრებს მისი მისიისა და ამოცანების შესრულებაში. პროექტს ნაწილობრივ აფინანსებს „ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის“ (NED).

Related Posts