ექსპერტთა აზრით, მთავრობის ავტორიტეტი COVID-19-ის პირობებში გაიზარდა, თუმცა საპარლამენტო არჩევნების თარიღის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) 20 მაისიდან 4 ივნისამდე ჩაატარა ექსპერტთა რიგით მე-12 გამოკითხვა. გამოკითხვის ფარგლებში 52-მა ქართველმა და საერთაშორისო მკვლევარმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა უპასუხა კითხვებს COVID-19 პანდემიისა და პოლიტიკურ პროცესებზე მისი გავლენის შესახებ. შედეგები ადასტურებს ბოლო, 2020 წლის მარტში ჩატარებულ გამოკითხვაში გამოვლენილ ტენდენციებს. კონკრეტულად, როგორც იკვეთება, საქართველოს მთავრობა კარგად ართმევს თავს კრიზისს და ამით პოლიტიკურ სარგებელსაც იღებს. თუმცა, სურათი ბევრად კომპლექსურია, როცა საქმე კრიზისის მართვის სხვადასხვა ასპექტებს ეხება. მეორე მხრივ, ექსპერტები შედარებით უარყოფითად აფასებენ ოპოზიციის საქმიანობას პანდემიის პერიოდში.

 

ნახვა გადმოწერა

 

 

 

Related Posts