ექსპერტთა აზრით, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი უარესდება

ექსპერტთა გამოკითხვა #10, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, დეკემბერი 2019

6-20 დეკემბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ექსპერტთა რიგით მეათე გამოკითხვა ჩაატარა. პოლიტიკის ინსტიტუტმა 23 ქართველ და საერთაშორისო მკვლევარსა და პოლიტიკურ მიმომხილველს დემოკრატიზაციის თემებისა და საქართველოში ბოლოდროინდელი პოლიტიკური დინამიკის შეფასება სთხოვა. პასუხებმა დაადასტურა, რომ ხედვა საქართველოს პოლიტიკური კლიმატის მიმართ მთლიანობაში ნეგატიურია. თუმცა ექსპერტთა პასუხებმა ქართული პოლიტიკის ასევე ზოგიერთი ახალი და საინტერესო ტენდენცია გამოავლინა.

ნახვა გადმოწერა

Related Posts