საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციების ოფიცრის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- GIP-ის კომუნიკაციების სტრატეგიისა და თითოეული პროექტის კომუნიკაციების გეგმის განხორციელება;
- ონლაინ სივრცეში GIP-ის ხილვადობაზე ზრუნვა:
- ორგანიზაციის ვებგვერდისა და სოციალური ქსელებისთვის (Facebook, Twitter, Instagram) კონტენტის მომზადება;
- ორგანიზაციის ვებგვერდის მართვა;
- GIP-ის ცნობადობის ამაღლების მიზნით, სოციალური მედიაკამპანიების დაგეგმვა-განხორციელება;
- GIP-ის პროდუქტის დიზაინი და გამოქვეყნება:
- GIP-ის ვიზუალური მასალების, ვიდეორგოლებისა და ბრენდირებული პროდუქტების შექმნა-გავრცელების კოორდინირება;
- GIP-ის პუბლიკაციების დიზაინის, დაკაბადონებისა და ბეჭდვის კოორდინირება;
- მედიასთან ურთიერთობა:
- პრესრელიზების მომზადება;
- მედიასთან კომუნიკაცია და მათი საკონტაქტო მონაცემების განახლება GIP-ის ბაზაში;
- ინტერვიუების დაგეგმვა, კოორდინირება;
- მედიაში GIP-ის შესახებ გამოქვეყნებული მასალების გაცნობა.
- ღონისძიებები:
- GIP-ის ღონისძიებების დაგეგმვა;
- GIP-ის ბაზაში საკონტაქტო სიის განახლება;
- ღონისძიების სტუმრების სიის შედგენა, GIP-ის გუნდთან კოორდინირებით;
- სოციალურ ქსელებში ღონისძიების ხილვადობაზე ზრუნვა;
- საჭიროების შემთხვევაში, GIP-ის ღონისძიებების მედიაგაშუქებისა და ინტერვიუების კოორდინირება;
- GIP-ის მედიახილვადობის ანგარიშის მოსამზადებლად, შესაბამისი მონაცემების შეგროვება.
კვალიფიკაცია და სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის, მას.კომუნიკაციების, PR-ისა და სხვა მონათესავე სპეციალობების მიმართულებით;
- სოციალურ მედიის მენეჯმენტის ან PR-ის მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 1-წლიანი გამოცდილება;
- WordPress-ის ბაზაზე შექმნილი ვებგვერდის მართვის სულ მცირე 1-წლიანი გამოცდილება;
- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
- შემოქმედებითობა და ოპერატიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
- გრაფიკული დიზაინის პროგრამების (Adobe Photoshop-ისა ან/და Illustrator-ის) საბაზისო დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე info@gip.ge. ამასთან, გამოგვიგზავნეთ ნებისმიერი დამატებითი მასალა, რომელიც დაადასტურებს თქვენს გამოცდილებას აღნიშნული პოზიციის მიმართულებით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 23 დეკემბერი 2019.
გასაუბრება ჩაუტარდებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.