საქართველოს ვიზალიბერალიზაცია და გერმანია: გაჭიანურების პოლიტიკა და მისი მიზეზები

მიხეილ სარჯველაძე
კიოლნის უნივერსიტეტის დოქტორანტი

ივნისის პირველ დღეებში გერმანულ მედიასივრცეში ვირუსივით გავრცელდა სტატიები საქართველოზე და ვიზალიბერალიზაციის პროცესზე შემდეგი სათაურებით: „ზედმეტად კრიმინალური: ქრისტიანულ-დემოკრატიული და ქრისტიანულ-სოციალური პარტიების კავშირი საქრთველოსთვის ვიზალიბერალიზაციას ბლოკავს“ (BILD),  „გაზრდილი კრიმინალის გამო ქრისტიანულ-დემოკრატიული და ქრისტიანულ-სოციალური პარტიების კავშირი  ქართველებისთვის ვიზალიბერალიზაციას უფრთხის“ (N-TV)  ან   „ვიზალიბერალიზაცია: გერმანიის მთავრობას  ქართული კრიმინალური ბანდფორმირებების ეშინია“ (DIE WELT). აღსანიშნავია, რომ სათაურების გარკვეული ნაწილი მიმართული იყო, ან უფრო სწორედ შესაძლოა ინტერპრეტირებული იქნას, როგორც მცდელობა საქართველოს კრიმინალების ბუდედ წარმოჩენისა, რომელთანაც უვიზო მიმოსვლა გერმანიაში მხოლოდ კრიმინალს და ლტოლვილების რაოდენობას გაზრდის. ქართულ ორგანიზებულ კრიმინალზე გერმანული პრესა ადრეც რეაგირებდა მეტნაკლები სიხშირით, თუმცა ამჯერად თვალშისაცემია რამდენიმე ასპექტი:

  • საქართველოზე ნეგატიური სტატიების ტალღა ბევრმა მნიშვნელოვანმა გამოცემამ ერთდროულად აიტაცა. ამ მხრივ აღსანიშნავია სტატია BILD-ში, რომელიც გერმანიაში ყველაზე მაღალტირაჟიანი გამოცემაა და ევროპის ერთ-ერთ უდიდეს გამომცემლობას Axel Springer Verlag-ს ეკუთვნის (ისევე როგორც DIE WELT-ი)
  • მოულოდნელად მოხდა კრიმინალის თემის ლიბერალიზაციის წინააღმდეგ ძირითად არგუმენტად წარმოჩენა და ფაქტიურად ამ საკითხის ინსტრუმენტალიზება
  • საკითხის გაჟღერება მოხდა არა შინაგან საქმეთა მინისტრის, არამედ ქრისტიან-დემოკრატების და ქრისტიან-სოციალური ფრაქციის ცალკეული წარმომადგენლების მიერ, რომლებიც აღნიშნულ პარტიებში შინაგან საქმეთა საკითხებში ექსპერტებად ითვლებიან (მაგ. არმინ შუსტერი)

 

გადმოწერა

Related Posts