ვინ (არ) არის პოპულისტი საქართველოში? ფართოდ გავრცელებულ ტერმინში გარკვევა

გივი სილაგაძე

მიუხედავად მისი გლობალური მნიშვნელობისა, ,,პოპულიზმის“ გამოყენება როგორც სხვა ქვეყნების, ისე საქართველოს კონტექსტში არ არის ერთმნიშვნელოვანი. ,,პოპულიზმის“ იარლიყით შესაძლოა, ისეთი განსხვავებული მოვლენები მოიხსენიებოდეს, როგორიცაა დემაგოგია, ელექტორალური სარგებლის მისაღებად უპასუხისმგებლო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა, წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსთა მიერ გაჟღერებული გაზვიადებული და არარეალური დაპირებები, პოლიტიკოსთა პოპულარული ქცევა, ,,უბრალო ხალხზე“ ხშირი აპელირება, ,,ელიტის“ წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა და ა.შ. პოპულიზმის მინიმალისტურ აკადემიურ განსაზღვრებაზე დაყრდნობით და ექსპერტ-ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით, წინამდებარე პოლიტიკის ნარკვევის მიზანია თანამედროვე საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე არსებული ძირითადი პოპულისტი აქტორების იდენტიფიცირება. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, შესაძლებელია ითქვას, რომ ქართულ პოლიტიკაში სახეზეა როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე პოპულიზმი. თუმცა, იმ ფართოდ გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, რომ  ყველა პოლიტიკური აქტორი პოპულისტია საქართველოში, შეიძლება ითქვას, რომ ნარკვევში იდენტიფიცირებული პოპულისტი აქტორები ქვეყნის ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ძალებს არ განეკუთვნებიან.

ნახვა გადმოწერა

 

Related Posts