თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეებისათვის დანიშნულების ქვეყნის შერჩევის განმსაზღვრელი ფაქტორები

მერი ჩაჩავა

2017 წლის მარტიდან, როდესაც ევროკომისიამ (EC) საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის უფლება მიანიჭა, ცალკეულმა წევრმა სახელმწიფოებმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მზარდი მატების გამო. ბოლო სამი წლის განმავლობაში დანიშნულების ქვეყნები სხვადასხვა იყო, თუმცა ამ სიაში საფრანგეთს და გერმანიას ყოველთვის მოწინავე პოზიციები ეკავა.წინამდებარე პოლიტიკის ნარკვევი განიხილავს, თუ რატომ არის მიმზიდველი ეს ორი ქვეყანა თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეებისათვის და შეისწავლის დანიშნულების ქვეყნის შერჩევის განმსაზღვრელ ფაქტორებს.

მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეები  გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიური არიან, დანიშნულების ქვეყნის არჩევანზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა უვიზოდ მიმოსვლის უფლება, იმიგრაციისა და თავშესაფრის გაცემის პოლიტიკა, სოციალური კავშირები და ცოდნა მიმღები ქვეყნის შესახებ. წინამდებარე პოლიტიკის ნარკვევი თავად თავშესაფრის მაძიებლების პერსპექტივიდან განიხილავს აღნიშნულ ფაქტორებს და გასცემს რეკომენდაციებს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რათა უზრუნველყონ  საერთაშორისო კარგი პრაქტიკის განხორციელება თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის შესამცირებლად, გამომწვევ მიზეზებთან გამკვლავების მიზნით შეიმუშაონ კვლევაზე დაფუძნებული სტრატეგია და აწარმოონ საინფორმაციო კამპანიები არარეგულარული მიგრაციის რისკებისა და ვიზალიბერალიზაციის რეგულაციების შესახებ.

 

ნახვა გადმოწერა

 

 

Related Posts