რუსეთ-თურქეთის ძალაუფლებისთვის ბრძოლის თავისებურებები სამხრეთ კავკასიაში: რისკები და შესაძლებლობები საქართველოსთვის

ივანნა მაჩიტიძე

რუსეთ-თურქეთის არაერთგვაროვანი ურთიერთობები უკვე მესამე ათწლეულია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცივი ომის შემდგომი პერიოდის სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებასა და პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა და თბილისისადმი რუსეთის ხისტი დამოკიდებულების გათვალისწინებით, საქართველოს მუდმივად მანევრირების რეჟიმში უწევს ყოფნა. ანტიდასავლური, ნაციონალისტური და ავტორიტარული განწყობების ზრდა, რუსეთთან ერთად, თურქეთშიც შეინიშნება. ამგვარი ტენდენციები კითხვის ნიშნებს აჩენს თურქეთის მიერ ნატოში გაწევრიანებით აღებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით და ძირს უთხრის ევროკავშირთან მის პარტნიორობას, რაც უკვე რამდენიმე ათწლეულს ითვლის. მეტიც, აღნიშნული მდგომარეობა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისთვისაც წარმოადგენს გამოწვევას. 

წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის არსებული ტაქტიკური და „უთანასწორო“ პარტნიორობის ფონზე, საქართველომ აუცილებლად უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს ე.წ. „აკორდეონის ეფექტი“ (“accordion effect”) და არ დარჩეს მანევრირების საშუალების გარეშე. სტრატეგიული გადაწყვეტილება დროულად არის მისაღები.  თბილისისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თანმიმდევრული გრძელვადიანი  მიზნების არარსებობის გამო, საქართველოს ანკარისა და მოსკოვის გადაწყვეტილებებისადმი რეაქციული მიდგომა აქვს. წინამდებარე ანალიზში წარმოდგენილია  ის რისკები და შესაძლებლობები, რაც საქართველომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტი ეკონომიკურ პრაგმატიზმს უნდა მიანიჭოს, მოახდინოს სტრატეგიული პარტნიორების დივერსიფიკაცია და სამხედრო მოდერნიზაცია. ასევე, საჭიროა პროაქტიული საგარეო პოლიტიკის გატარება სამეზობლოში. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სტრატეგიული ჰეჯირების პოლიტიკის წარმატებას და გრძელვადიანი ეროვნული ინტერესების გატარებას.

 

ნახვა გადმოწერა

 

 

 

 

 

Related Posts