“ინტეგრაციის რეგიონული სირთულეები” – ანგარიშის პრეზენტაცია

13 სექტემბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP), NED-ის (ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის) მხარდაჭერით,  ანგარიშის – ინტეგრაციის რეგიონული სირთულეები: საქართველო ურთიერთგადაჯაჭვული გავლენების ბადეში – პრეზენტაცია გამართა.

დოკუმენტი, რომლის ავტორებიც GIP-ის ანალიტიკოსები – ბიძინა ლებანიძე და მარიამ გრიგალაშვილი არიან,  მიზნად ისახავს, გაზომოს სხვადასხვა რეგიონულ და გლობალურ აქტორებზე საქართველოს დამოკიდებულების ხარისხი (დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ) და დაადგინოს, თუ როგორია პარალელურად მიმდინარე ინტეგრაციული პროცესების გავლენა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. დოკუმენტი ასევე განიხილავს, საქართველოს ევროინტეგრაციის დამაბრკოლებელ ფაქტორებს.

დოკუმენტი შეხება ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორებიცაა: 

  • დამოუკიდებლობიდან 25 წლის შემდეგ, ვინ არიან საქართველოს მთავარი ეკონომიკური პარტნიორები და პოლიტიკური მოკავშირეები;
  • რატომაა საქართველოსთვის ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების გზა უფრო რთული ვიდრე ბალტიისპირეთის ან ბალკანეთის ქვეყნებისთვის;
  • როგორ აფერხებენ საქართველოს მეზობლები საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და დასავლეთთან დაახლოებას;

ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ დარგის ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და თემით დაინტერესებული სხვა პირები. შეხვედრას მოდერაციას უკეთებდა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დიექტორი – კორნელი კაკაჩია, ხოლო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა – ბაკურ კვაშილავამ უშუალოდ ანგარიშში გამოთქმული თემები მიმოიხილა და შეაფასა. 


პრესა პრეზენტაციის შესახებ

 

 


ფოტოები პრეზენტაციიდან

 

 

 

Related Posts