კვლევის შედეგების პრეზენტაცია: ეთნიკური უმცირესობების გამოწვევები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე

2020 წლის 8 და 9 ოქტომბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ჟან მონეს ერასმუს + პროგრამის მიმდინარე პროექტის “წაახალისე და იმოქმედე ევროპისთვის” ფარგლებში, გამართა კვლევის შედეგების პრეზენტაცია ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის.

პროექტი “წაახალისე და იმოქმედე ევროპისთვის” ფინანსურად მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ.

პრეზენტაცია ქვემო ქართლში ონლაინ, – პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით ჩატარდა ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – რაბათის ციხის ღია სივრცეში, ქართულ და სომხურ ენებზე. თითოეულ შეხვედრას 40 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ესწრებოდა.

პროექტი ექვსთვიან კვლევას მოიცავდა. შედეგად, შემუშავდა 4 პუბლიკაცია, რომელიც ეყრდნობა სამაგიდე კვლევის, ეთნიკურ უმცირესობებთან ჩატარებული ფოკუს ჯფუფებისა (სამი ქვემო ქართლში, სამი – სამცხე-ჯავახეთში) და თორმეტ ექსპერტ-ინტერვიუს შედეგებს.

პრეზენტაციებზე,  პოლიტიკის დოკუმენტების ავტორებმა კვლევის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები წარადგინეს:

 

სამიზნე რეგიონებში, პრეზენტაციები კითხვა-პასუხის სესიითა და დისკუსიით დასრულდა.


ტვ4-ის ინტერვიუ პროექტის ხელმძღვანელ სალომე კანდელაკსა და პროექტის აკადემიურ კოორდინატორ ლევან კახიშვილთან (ქვემო ქართლი)

რეგიონული მაუწყებელი TOK TV – რატომ არის ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია ასე შორს (სამცხე-ჯავახეთი)

ქვემო ქართლში გამართული შეხვედრის ვიდეოჩანაწერი ხელმისაწვდომია აქ >>

სამცხე-ჯავახეთში გამართული შეხვედრის ვიდეოჩანაწერი ხელმისაწვდომია აქ >>

Faceboook event პრეზენტაცია ქვემო ქართლში

Faceboook event – პრეზენტაცია სამცხე-ჯავახეთში

Related Posts