მარნეულში ფოკუს ჯგუფი ჩატარდა

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა, სამიზნე რეგიონებში აქტიურად დაიწყო კვლევითი აქტივობების განხორციელება. 2020 წლის 29 თებერვალს, პროექტის კვლევითმა გუნდმა ადგილობრივ კოორდინატორთან ერთად, მარნეულში, 18-30 წლის ახალგაზრდებთან ფოკუს ჯგუფი გამართა. აღნიშნული კვლევითი აქტივობა მიზნად ისახავდა მარნეულისა და მის შემოგარენ სოფლებში მცხოვრები სხვადასხვა განათლების მქონე ახალგაზრდების მოსმენას და მათთვის ევროკავშირ-საქართველოს შორის ურთიერთობებზე შეკითხვების დასმას, კერძოდ იმაზე, თუ რამდენად აქვთ ინფორმაცია და რამდენად სარგებლობენ ისინი იმ შესაძლებლობებით, რასაც ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, შეკითხვები შეეხებოდა ეთნიკური უმცირესობებისთვის სერვისის მიწოდებისა და პოლიტიკური ჩართულობის საკითხებს რისი უზრუნველყოფაც ევროკავშირი- საქართველოს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრუბითაც არის გათვალიწინებული.

კვლევით აქტივობას ჯამში 12 ადამინი ესწრებოდა, მათგან ორი GIP-ის მკვლევარი, ერთი ადგილობრივი კოორდინატორი და 9 ფოკუს ჯგუფის მონაწილე იყო. ფოკუს ჯგუფის სამუშაო ენა იყო აზერბაიჯანული, რომელსაც უძღვებოდა პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი, ის სულ 150 წუთს გაგრძელდა და ჩაიწერა ვიდეოზე მისი შემდგომი ანალიზისთვის. ფოკუს ჯგუფის დროს გამოთქმული მოსაზრებები კონფიდენციალურია. 

საბოლოო ჯამში კვლევითი აქტივობა საკმაოდ ინტერაქციული და წარმატებული იყო.

Related Posts