მედეგობა და დემოკრატია: შეუძლია თუ არა პრაგმატულ ევროკავშირს საქართველოში დემოკრატიული პროცესის ხელშეწყობა?

ბიძინა ლებანიძე

ევროკავშირის სამეზობლოში მედეგობის გაძლიერება ბრიუსელის ახალი ამბიციური გლობალური დღის წესრიგის ქვაკუთხედს წარმოადგენს. მისი მიზანი ევროკავშირის მეზობელი სახელმწიფოებისა და საზოგადოების გაძლიერებაა რათა, მათ უკეთ შეძლონ გამოწვევებსა და კრიზისებზე რეაგირება და სწრაფად ცვალებად პოლტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ გარემოსთან ადაპტირება.თუმცა, საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა გადაჭრაც მნიშვნელოვანი იქნება მედეგობის სწორი მიმართულებით წარმართვისთვის. ერთ-ერთი ასეთი საკითხია საზოგადოებრივ მედეგობასა და [ავტოკრატიული] რეჟიმის სტაბილურობას შორის კავშირის სათანადო გამიჯვნა. იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ვერ შეძლებს, შესაძლოა მისი მედეგობაზე ორიენტირებული მიდგომა საქართველოში ავტოკრატიის გაძლიერების პოლიტიკად იქცეს და ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესი კიდევ უფრო მეტად შეარყიოს.  მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილ ნაშრომში მხოლოდ საქართველოზეა საუბარი, დოკუმენტის ემპირიული და კონცეპტუალური მიგნებები ასევე რელევანტურია ევროკავშირის ურთიერთობებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ორ სხვა ასოცირებულ ქვეყანასთან – უკრაინასა და მოლდოვასთან.

ნახვა გადმოწერა

Related Posts