მემარჯვენე ექსტრემიზმის პოლიტიკური შესაძლებლობები საქართველოში

თამთა გელაშვილი[1]

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოში მემარჯვენე ექსტრემისტების რიცხვმა იმატა და მათი ხილვადობაც შესამჩნევად გაიზარდა. ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა ერთიანი პარტიის, „ეროვნული ფრონტის“ შექმნაც დააანონსეს, რომელიც, მათი თქმით, „აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ პროცესში“ მიიღებს მონაწილეობას.[2] წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი განიხილავს, რამდენად ხელსაყრელია მობილიზაციის პოლიტიკური შესაძლებლობები მემარჯვენე ექსტრემისტებისათვის საქართველოში.

დოკუმენტი აჩვენებს, რომ ქვეყნის სამართლებრივი სისტემა ზღუდავს მემარჯვენე ექსტრემისტულ რიტორიკასა და ქმედებებს. თუმცა, საქართველოს პოლიტიკური სივრცის ანალიზი ცხადყოფს, რომ მემარჯვენე ექსტრემისტ ჯგუფებს არაპირდაპირ მხარს უჭერენ ან, სულ მცირე, ღიად არ გმობენ მმართველი გუნდისა და სხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები. გარდა ამისა, მემარჯვენე ექსტრემისტული მოსაზრებები დიდწილად ემთხვევა ზოგად საზოგადოებრივ აზრს, რაც მობილიზაციისათვის მნიშვნელოვანი დისკურსული შესაძლებლობების არსებობაზე მიუთითებს. წინამდებარე დოკუმენტი განიხილავს მემარჯვენე ექსტრემიზმის მობილიზაციის შესაძლებლობების ხელშემწყობ ფაქტორებს და წარმოადგენს პოლიტიკურ რეკომენდაციებს ამ პროცესის საპირისპიროდ.


ნახვა გადმოწერა

[1] თამთა გელაშვილი ოსლოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტია.

[2] Democracy and Freedom Watch. (2019). Georgian far-right groups reach agreement about forming new political party. ხელმისაწვდომია: https://dfwatch.net/georgian-far-right-groups-reach-agreement-about-forming-new-political-party

Related Posts