მრგვალი მაგიდა რელიგიისა და დემოკრატიის შესახებ

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაზე სამეცნიერო წრეებისა და რელიგიური სფეროს წამომადგენლებმა და უმცირესობათა უფლებების აქტივისტებმა რელიგიისა და დემოკრატიის თემაზე იმსჯელეს.
დისკუსიის მთავარი კითხვა: როგორ უზრუნველვყოთ საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის პოზიტიური მონაწილეობა ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში?
სპიკერები:
* ჯად ბერდსელ – კემბრიჯის უნივერსიტეტის რელიგიისა და საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის დირექტორი
* რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) – წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელი
* კახა გოგოლაშვილი – საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
* ეკა ჭითანავა – ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორი
* გია ნოდია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე.
მოდერატორი:
* კორნელი კაკაჩია – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი

[Best_Wordpress_Gallery id=”5″ gal_title=”Roundtable”]

Related Posts