ონლაინ დისკუსია: საქართველოში ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებული პროგრესი და გამოწვევები

*ტექსტი ხელმისაწვდომია აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც 

2020 წლის 15 ივლისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) გამართა ონლაინ დისკუსია თემაზე “საქართველოში ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებული პროგრესი და გამოწვევები”. დისკუსია ონლაინ პლატფორმა Zoom-ის საშუალებით გაიმართა ქართულ ენაზე და უზრუნველყოფილი იყო სინქრონული თარგმანი სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

დისკუსია ჩატარდა ევროკავშირის დაფინანსებული Erasmus+ ჟან მონეს პროექტის ფარგლებში “წაახალისე და იმოქმედე ევროპისთვის”, რომელიც მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შორის ევროკავშირის საკითხებზე დისკუსიის  წახალისებას.

ონლაინ დისკუსიას ოთხი მომხსენებელი ჰყავდა და მას მოდერაცია გაუწია პროექტის “წაახალისე და იმოქმედე ევროპისთვის” კოორდინატორმა სალომე კანდელაკმა. ღონისძიების სამიზნე აუდიტორია გახლდათ ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებმაც ინფორმაცია ელექტრონული მოსაწვევებისა და Facebook Event-ის საშუალებით მიიღეს. დისკუსიაზე დასწრება კი შესაძლებელი იყო ზუმში წინასწარი რეგისტრაციის საშუალებით.

პირველი მომხსენებელი იყო – ელნურ ალისოი, ჟან მონეს ერასმუს + პროექტის “წაახალისე და იმოქმედე ევროპისთვის”  ადგილობრივი კოორდინატორი ქვემო ქართლის რეგიონში და ახალგაზრდული ორგანიზაცია “პლატფორმა სალამის”კაპიტანი. მან ისაუბრა ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პრიორიტეტებზე და გამოყო ის ძირითადი გამოწვევები, რომლებიც მათ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს ახლავს თან, კერძოდ, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესზე ნეგატიურად აისახება. მისი თქმით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ძალიან კარგად არის გაწერილი, თუმცა პრაქტიკაში მისი ეფექტურად განხორციელება ვერ ხერხდება. როგორც ელნური ამბობს, განსაკუთრებით რთული სიტუაციაა არაქართულენოვან სკოლებში. გაურკვეველია, რამდენად ახერხებენ ეს სკოლები მოქალაქეობრივი თვითშეგნების ჩამოყალიბებას მოსწავლეებში. მეორე საკითხი, რომელზეც ელნურმა გაამახვილა ყურადღება ენობრივი პოლიტიკაა. 1+4 პროგრამა, რომელიც, თავის მხრივ, ძალიან კარგი პროგრამაა და საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს ქართული ენის ცოდნის გაძლიერებასთან ერთად ჩაერთონ სამოქალაქო პროცესებში, მხოლოდ ახალგაზრდა თაობისთვისაა განკუთვნილი. საშუალო ასაკისა და უფროსი თაობის წარმომადგენლები მსგავსი პროგრამებით ვერ სარგებლობენ. მარნეულში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მარნეულის მოსახლეობის 70% არ მიმართავს ხელისუფლებას რაიმე სახის მოთხოვნით თუ თხოვნით, რაც სერიოზული პრობლემაა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ენობრივი პოლიტიკა გადაიხედოს და ორენოვანი მომსახურეობა გახდეს შესაძლებელი რეგიონში. COVID-19-ით გამოწვეულმა კრიზისმაც აჩვენა, რომ მთავრობამ ვერ უზრუნველჰყო ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება რიგ საკითხებზე. მესამე გამოწვევად ელნურ ალისოიმ დაასახელა ახალგაზრდების დაბალი ჩართულობა რეგიონული საკითხების გადაწყვეტის პროცესში. რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ხშირია ახალგაზრდა აქტივისტების დევნა. ბოლო საკითხი კი რაზეც ელნურმა ისაუბრა შეეხებოდა საქართველოში არსებულ სიტუაციას, როცა ყველა ოფიციალურ დოკუმენტში ასახულია სამოქალაქო ნაციონალიზმის მშენებლობის საკითხი და მისი მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის, თუმცა, რეალურ ცხოვრებაში სახეზე გვაქვს ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმი.  

მეორე პანელისტმა, ნორიკ გასპარიანმა (ამავე პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და დამოუკიდებელი ჟურნალისტი) ისაუბრა სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით არსებულ საჭიროებებსა  და გამოწვევებზე, ასევე იმ პრობლემებზე, რომლებსაც ეთნიკური უმცირესობები აწყდებიან სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. ნორიკ გასპარიანმა, ძირითადად,  გაიზიარა წინა მომხსენებლის შეფასებები და დაამატა, რომ 4+1-ის პროგრამასთან ერთად, მნიშვნელოვანია “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროგრამაც, რომლის საშუალებითაც მაგისტრატურის საფეხურზე მყოფ ქართულენოვან სტუდენტებს აგზავნიან სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სკოლებში. ნორიკმა ასევე ისაუბრა სამცხე-ჯავახეთში, იუსტიციის სახლებში არსებულ პრობლემებზე, რომლებიც ენობრივი ბარიერით არის გამოწვეული. მაშინ როცა ეთნიკური უმცირესობები სახელმწიფო სერვისების მიღებას ქართულ ენაზე ვერ ახერხებენ, ისინი ასეთ მომსახურებას რუსულ ენაზე იღებენ, რაც ნორიკ გასპარიანის თქმით, გაუგებარია. როგორც მან თქვა, როდესაც ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი ორმხრივი პროცესია. ხშირად საუბრობენ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ეთნიკური უმცირესობების მხრიდან, მაგრამ არ არის საუბარი იმაზე, თუ რა საპასუხო ნაბიჯები უნდა გადადგას დანარჩენმა საზოგადოებამ. ბოლოს, მან გაიხსენა პანდემიის პერიოდში არსებული საინფორმაციო ვაკუუმი და ქვემო ქართლში მცხოვრები სომხურენოვანი უმცირესობები მოიხსენია, როგორც “უმცირესობები უმცირესობებში”. ამაში მომხსენებელმა იგულისხმა სახელმწიფოს განსხვავებული მიდგომები აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი მოსახლეობის მიმართ. ელნურ ალისოის იგი არ დაეთანხმა ერთ პუნქტში, სადაც აქტივისტების დევნაზე იყო საუბარი. მისი აზრით,  დევნის ეს ტენდენცია ქართულენოვან მოსახლეობასაც თანაბრად ეხება. 

ღონისძიების მესამე მომხსენებელი გახლდათ – თინათინ ღოღელიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ქალბატონმა თინათინმა საკითხი სახელმწიფოს პერსპექტივიდან განიხილა და ისაუბრა ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშესაწყობად განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე.  მან ის საინფორმაციო კამპანიებიც მიმოიხილა, რომლებსაც ევროკავშირი სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირი-საქართველოს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. თინათინ ღოღელიანმა აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, თანმიმდევრული და საჭიროებებზე ორიენტირებული სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელებამ ხელშესახები შედეგები მოიტანა. მისი თქმით, ჩვენ გვყავს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდები, რომელთაც მიღებული აქვთ ხარისხიანი განათლება და მიუღიათ მონაწილეობა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებში. როგორც ქალბატონმა თინათინმა თქვა, სახელმწიფო ბევრ სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს ეთნიკური უმცირესობებისთვის, რის შედეგადაც ინფორმირებულობის პრობლემა ნელ-ნელა მცირდება. იგი გამოეხმაურა ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ და სამოქალაო ჩართულობის საკითხს და პოზიტიურ მაგალითად ქვემო ქართლისა და კახეთის ადმინისტრაციაში დანერგილი საკონსულტაციო საბჭოები მოიყვანა, როგორც ადგილობრივ დონეზე კონსულტირებისა და პრობლემების გადაჭრის გზების შემუშავების კარგი ინსტრუმენტი. საჯარო სამსახურებში ასევე მოქმედებს სტაჟირების პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის, რომელიც 2017 წლიდან 1+4 პროგრამის ბენეფიციარებისთვის დაინერგა. მისი თქმით, ასევე, გაფართოვდა გეოგრაფიული არეალი ქართული ენის კურსებისა, როგორც რელიგიური პირებისთვის, ისე სამხედრო მოსამსახურეებისთვისაც. გარდა ამისა, პირველად მოხდა, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფოს ახალ სტრატეგიაში განისაზღვრა გენდერული მეინსტრიმინგი და მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერა. მიუხედავად ამისა, მან აქვე ისიც აღნიშნა, რომ ენის ბარიერი კვლავ გამოწვევად რჩება შუა ასაკის მოსახლეობისთვის. 

ონლაინ დისკუსიის ბოლო მომხსენებელი იყო კობა ჩოფლიანი – სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი. მან ადამიანის უფლებათა დამცველისა და დამკვირვებლის პოზიციიდან საქართველოში ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი შეაფასა და ისაუბრა მათ თანაბარ შესაძლებლობებზე ევროინტეგრაციის პროცესში ჩართულობის კუთხით. ბატონმა ჩოფლიანმა აღნიშნა, რომ რუსული და საბჭოთა ინტეგრაციის ველი და შემდეგ დამოუკიდებლობის დროს ინტეგრაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი შეფერხებებით წარიმართა. შემდგომ ამ საკითხის მნიშვნელობა გაიაზრეს და სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება დაიგეგმა, თუმცა სამწუხაროდ, ეს აქტივობები და მათი ხარისხი, დროის თვალსაზრისით, არ აღმოჩნდა ეფექტური. მომხსენებელმა ისაუბრა სახელმძღვანელოების პრობლემაზეც, – დიდი ხანია საქართველოში ვერ მოხერხდა აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი სახელმძღვანელოების გამოცემა. მან აღნიშნა, რომ ეს სახელმძღვანელოები ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე არ არის მორგებული. ბოლოს, კობა ჩოფლიანმა ყურადღება სატელევიზიო სივრცეზე გაამახვილა და ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია ტელევიზიებით, ეთნიკური უმცირესობების ენებზე, საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. 

მოხსენებების შემდეგ აუდიტორიას საშუალება ჰქონდა პანელისტებისთვის შეკითხვები დაესვა. დისკუსიის დროს, განსაკუთრებული აქცენტი ელნურ ალისოის მიერ წამოჭრილ, ახალგაზრდების შევიწროვების საკითხზე გაკეთდა. ბატონმა კობა ჩოფლიანმა მზაობა გამოთქვა, მოგვიანებით, ამ საკითხების ცალკე განხილვისთვის. გარდა ამისა, ერასმუს + საქართველოს ოფისის წარმომადგენლმა, ლიკა ღლონტმა შესთავაზა მომხსენებლებს დაეგეგმათ ერთობლივი შეხვედრა ერასმუს+ -ის საგანმანათლებლო პროგრამებში ეთნიკური უმხცირესობების ჩართულობის შესახებ, რაზეც მეორე მხარემაც მზაობა გამოთქვა. 

ონლაინ დისკუსიის ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (იხილეთ ქვემოთ).

 

 


Gürcüstanda etnik azlıqların vətəndaş cəmiyyətinə inteqrasiyası ilə bağlı inkişaf və çağırışlar

2020-ci ilin 15 iyul tarixində Gürcüstan Siyasət İnstitutu (GIP) “Gürcüstanda etnik azlıqların vətəndaş cəmiyyətinə inteqrasiyası ilə bağlı inkişaf və çağırışları” mövzusunda onlayn müzakirə keçirdi. Müzakirə gürcü dilində keçirildi, lakin eyni zamanda erməni və azərbaycan dillərinə sinxron tərcümə təmin olundu.

Diskussiya Erasmus + Jan Mone layihəsi “Avropa üçün həvəsləndir və hərəkətə keç” çərçivəsində həyata keçirildi. Layihə etnik azlıq nümayəndələri arasında Avropa məsələləri ətrafında müzakirələrin həvəsləndirilməsinə xidmət edir. Tədbirin hədəf auditoriyası Kvemo Kartli və Samtsxe-Cavaxetidə yaşayan etnik azlıq nümayəndələri idilər.

Onlayn müzakirənin 4 məruzəçisi var idi və görüşə “Avropa üçün həvəsləndir və hərəkətə keç” layihəsinin koordinatoru Salome Kandelaki moderasiya etdi. Tədbirdə iştirak etmək üçün öncədən zoom proqramında qeydiyyatdan keçmək lazım idi. İctimai çıxış haqqında məlumat hədəf auditoriyalara elektron poçt ünvanı və “Facebook event” vasitəsilə bildirildi. Onlayn diskussiyanın video vasitəsilə çəkilirdi və video material gürcü, erməni və azərbaycan dillərində mövcuddur.

Onlayn tədbirin ilk iki məruzəçisi Jan Mone Eramus + “Avropa üçün həvəsləndir və hərəkətə keç” layihəsinin Kvemo Kartli yerli koordinatoru və gənclər təşkilatı “Salam Platforması”-nın kapitanı Elnur Əlisoy oldu. Elnur Kvemo Kartlidə etnik azlıqların prioritetləri haqqında danışdı və etnik azlıqların vətəndaş cəmiyyətinə inteqrasiyasına mane olan əsas, önəmli çağırışları ayıraraq bizə bildirdi. Elnur məruzəsində əsas 4 çağırış haqqında məlumat verdi: Etnik azlıqların inteqrasiya prosesində təhsil sistemi ilə bağlı özünü mənfi olaraq göstərən çağırışı qeyd etdi. Onun dediyinə görə Ümumtəhsil Milli Hədəfləri olduqca gözəl işlənilmiş bir sənəd olmağına baxmayaraq praktik olaraq hər yerdə effektiv yerinə yetirilmir. Elnurun çıxışına əsasən, qeyri-gürcüdilli məktəblər xüsusilə mürəkkəb vəziyyətdədirlər – qeyd olunan məktəblərin dövlət sxeminə müvafiq olaraq vətəndaşın formalaşmasını nə dərəcədə yerinə yetirməsi sual altındadır. Elnurun ayırdığı ikinci məsələ dil siyasətidir. O bildirdi ki, 1+4 proqramı olduqca uğurlu proqramdır və bu proqram gənclərə gürcü dilini öyrənməklə bərabər ictimai proseslərdə iştirakı da gücləndirir. Lakin bu ancaq gənc nəslə aiddir. Orta yaş nəsil və ya nənə-babaların nəsli bu proqramlardan yararlana bilmir, onlar dili bilmirlər və  düzdür, bunun struktur səbəblərini araşdırmaq bizi məsələdən uzaqlaşdıra bilər, amma dili bilməmək onların günahı deyil. Marneulidə aparılmış araşdırmaların nəticələrinə görə Marneuli əhalisinin 70% heç bir vaxt yerli hakimiyyətə hər hansısa bir tələb və ya xahişlər müraciət etməyib. Bu isə  olduqca ciddi problemdir və hökumət bu məsələ görməzlikdən gəlir. Elnur deyir ki, hökumət faktiki olaraq yeni nəslin böyüməsini gözləyir. Buna görə də dil siyasəti bir daha işlənilməlidir və bu mərhələdə dövlət xidmətlərində ikidilli xidmət təmin olunmalıdır. Koronavurusun yayıldığı zaman məlum oldu ki, hökumət gərəkli informasiyanı etnik azlıqlara çatdıra bilmir. Elnurun sadaladığı üçüncü problem isə gənclərin regional məsələlərə qərar verilmə prosesində iştirakının aşağı olması idi. Regionda yerli hakimiyyər gənc fəalları təqib edir, onları sıxışdırır. Elnurun səsləndirdiyi son məsələ isə Gürcüstanda olan ideoloji vəziyyətlə bağlı idi. O qeyd etdi ki, bütün rəsmi sənədlərdə dövlət üçün əhəmiyyətli və hədəf olan məsələ vətəndaş milliyyətinin inşasıdır, lakin Elnurun dediyinə görə, real həyatda etnik və dini milliyyətçilik ideologiyası baş alıb gedir.

İkinci panel məruzəçisi Norik Qasparyan idi. O, adıçəkilən layihənin Samtsxe-Cavaxeti yerli koordinatoru və media təşkilat  “Alik Media”-nın jutnalistidir. O, Cavaxeti və Kvemo Kartlidə etnik azlıqların rastlaşdığı regional problemlər və etnik azlıqların vətəndaş cəmiyyətinə inteqrasiya baxımından hansı çağırışlar qarşısında qaldıqları haqqında danışdı. Norik Qasparyan öncəki məruzəçinin dəyərləndirməsini dəstəklədi və əlavə etdi ki, 1+4 proqramı ilə bərabər “Gürcüstanla bərabər öyrət və öyrən” proqramının önəmini də vurğuladı. Bu proqram vasitəsilə gürcüdilli magistrantları ermənidilli və azərbaycandilli əhalinin yaşadığı məntəqələrin məktəblərinə göndərirlər və onlar orada uşaqlara gürcü dili öyrədir. Bu isə uşaqlara 4+1 proqramı çərçivəsində imtahan verməyə yardım edir. Norik Elnurun çıxışında gənclərin təqib olunması və sıxışdırılması ilə bağlı fikri ilə razılaşmadığını bildirdi. Norikin fikrincə bu tendensiya gürcüdilli əhalini də eyni səviyyədə narahat edir. Dil maniyəsi problemini Norik də irəli çəkdi və Cavaxetidə Ədliyyə Evində olan dil maniyələrindən danışaraq misallar çəkdi. O bildirdi ki, dövlət xidmətlərindən gürcü dilində yararlana bilməyənlərə xidməti rus dilində göstərirlər – bu isə tamamilə anlaşılmazdır. Burada Norik işin yerinə yetirilmə prosesi ilə deyil, sadəcə elementar xidmət haqqında danışırdı. O, həmçinin, inteqrasiya mövzusunda söhbət edərkən bunun qarşılıqlı proses olması məsələsinə də xüsusi vurğu verdi. Adətən etnik azlıqların nə etməli olduqları haqqında danışırlar, lakin cavab olaraq digər ictimaiyyət üzvləri nə addımlar atmalıdır – bu haqda danışmırlar. Son olara Norik pandemiya zamanı mövcud olan informasiya vakumu və Kvemo Kartlinin ermənidilli əhalisinin “azlıqlar içərisində azlıq” olduğunu haqqında danışdı. Dövlət bu vəziyyətdə ermənidilli azlıqlarla müqayisədə azərbaycandilli əhaliyə qarşı daha fərqli idi.

Üçüncü məruzəçi isə Barışıq və Vətəndaş Bərabərliyi məsələləri üzrə Gürcüstan Dövlət Nazirlər Aparatənın Vətəndaş Bərabərliyi Şöbəsinin sədri Tinatin Ğoğeiani idi. Tina xanım məsələni dövlətin nəzər nöqtəsindən müzakirə etdi, etnik azlıqların vətəndaş cəmiyyətinə inteqrasiyasına şərait yaratmağa yönəlmiş, həyata keçirilən layihə və proqramlar haqqında danışdı. O, həmçinin, Avropa Birliyinin və Gürcüstan arasında imzalanmış tərəfdaşlıq müqaviləsi çərçivəsində Avropa Birliyinin Gürcüstan vətəndaşlarına təklif etdiyi informasiya kampaniyaları haqqında da danışdı. O bildirdi ki, son on il ərzində ardıcıl və ehtiyaclara yönəlmiş vətəndaş inteqrasiyası siyasətinin həyata keçirilməsi konkret nəticələr verdi. Onun dediyinə görə bizim keyfiyyətli təhsil almış etnik azlıqların nümayəndələri gənclərimiz var və onlar müxtəlif dövlət proqramlarında iştirak edirlər. Ğoğelini xanımın dediklərinə əsasən dövlət etnik azlıqlar üçün bir çox informasiya kampaniyaları həyata keçirir və onların nəticəsində məlumatlandırma ilə bağlı problemlər get-gedə azalır. O, etnik azlıqların siyasə və mülki məşğulluğu məsələsinə toxundu və müsbət nümunə olaraq Kvemo Kartli və Kxeti administrasiyalarında tətbiq olunmuş məşvərət şurasının adını çəkdi. Tina xanım bunu yerli səviyyədə məşvərət prosesi və problemlərin həlli yollarının işlənilməsi aləti olaraq göstərdi. Müsbət nümunə olaraq o, həmçinin, 2017-ci ildən bəri 1+4 proqramının benefisiarları üçün tətbiq olunmuş dövlət işlərində etnik azlıqlar üçün staj proqramları haqqında danışdı. Onun dediyinə görə dini xadimlər, hərbi xidmət göstərənlər və digərləri üçün gürcü dili kurslarının coğrafi arealı genişləndirildi. Bununla yanaşı o bildirdi ki, dil maniyəsi əhalinin orta yaş təbəqəsi üçün yenə də önəmli məsələ olaraq qalır. Dövlətin vətəndaş inteqrasiyası istiqamətində yeni strategiyasında ilk dəfə olaraq gender mövzusunun aktuallaşdırılması və azsaylı etnik azlıqlara dəstək nəzərdə tutulub.

Onlayn müzakirənin son məruzəçisi Xalq Müdafiəçisi yanında fəaliyyət göstərən milli azlıqlar şurasının koordinatoru Koba Çopliani idi. O, Gürcüstanda etnik azlıqların vətəndaş cəmiyyətinə inteqrasiya prosesini obyektiv müşahidəçi prizmasından dəyərləndirdi və Avrointeqrasiya prosesində iştirak nöqteyi-baxımından bərabər imkanlar haqqında danışdı. Cənab Çopliani qeyd etdi ki, rus və sovet inteqrasiyası və sonrakı müstəqillik zamanı inteqrasiya prosesi maniyələrlə həyata keçirildi. Amma sonra bu məsələnin önəmi anlaşıldı və müxtəlif tədbirlərin həyata keçirilməsi planlaşdırıldı. Buna baxmayaraq, təəssüf ki, bu fəaliyyətlər və onların keyfiyyəti zamana uyğun olaraq effektiv deyil. O, dərsliklərdə həm təcümə, həm də məzmun etibarı ilə bağlı problemləri və etnik azlıqların mühitinə və onların ehtiyaclarına uyğunlaşdırılmamasını xüsusi ilə qeyd etdi. Gürcüstanda azərbaycandilli və ermənidilli dərsliklərin çapının uzun müddətdir təşkil oluna bilməməsini də vurğuladı. Bundan əlavə o, televiziya məkanına toxundu və etnik azlıqların dillərində Gürcüstanda baş verən hadisələr haqqında televiziya vasitəsilə məlumatın ötürülməsinin mühimliyindən danışdı.

Məruzələrdən sonra auditoriya suallar verməsi və şərh etmələri üçün imkan yaradıldı. Diskussiya zamanı Elnurun səsləndirdiyi, gənclərin sıxışdırılması məsələsi üzərinə xüsusi vurğu verildi və cənab Koba məsələnin ayrıca müzakirəsi üçün hazır olduğunu bildirdi. Bundan əlavə, Erasmus+ Gürcüstan ofisinin nümayəndəki Lika Ğlonti etnik azlıqların nümayəndələri olan məruzəçilərə əlaqə saxlayıb görüşməyi, Erasmus+ tədris proqramlarında etnik azlıqların iştirakının artırılması istiqamətində əməkdaşlıq barədə danışmağa hazır olduğunu təklif etdi.

 

 


Օնլայն քննարկում. Վրաստանում էթնիկ փոքրամասնությունների քաղաքացիական ինտեգրման հետ կապված առաջընթացն ու մարտահրավերները

2020 թվականի հուլիսի 15-ին, Վրաստանի քաղաքականության ինստիտուտը (GIP) քննարկում էր կազմակերպել` «Վրաստանում ազգային փոքրամասնությունների քաղաքացիական ինտեգրման հետ կապված առաջընթացն ու մարտահրավերները» թեմայով: Քննարկումը տեղի ունեցավ Zoom առցանց պլատֆորմի միջոցով` վրացերենով, միաժամանակ ապահովված էր նաև հայերեն և ադրբեջաներեն թարգմանություն: 

Քննարկումն անցկացվեց Եվրամիության կողմից ֆինանսավորվող` Erasmus + Ժան Մոնե ծրագրի «Խրախուսիր և գործիր հանուն Եվրոպայի» շրջանակներում, որի նպատակն էթնիկ փոքրամասնությունների հարցերով քննարկման խրախուսումն է: Միջոցառման թիրախային խումբը Քվեմո Քարթլիում և Սամցխե-Ջավախեթիւոմ բնակվող ազգային փոքրամասնությունների ներկայացուցիչներն էին: 

Օնլայն քննարկումն ուներ 4 բանախոս, մոդերատորը` «Խրախուսիր և գործիր հանուն Եվրոպայի» ծրագրի համակարգող Սալոմե Կանդելակին էր: Միջոցառմանը մասնակցելու համար ցանկացողները նախապես գրանցվել էին Zoom-ում, ինչպես նաև թիրախային խումբը միջոցառման մասին տեղեկատվություն էր ստացել էլ. հասցեով և Ֆեյսբուքի միջոցով: 

Առաջին բանախոսը Էլնուր Ալիսոյն էր` Ժան Մոնե ծրագրի տեղական համակարգող Քվեմո Քարթլիում և «Սալամ» երիտասարդական կազմակերպության կապիտան: Նա խոսեց Քվեմո Քարթլիում բնակվող ազգային փոքրամասնությունների առաջնահերթությունների մասին և առանձնացրեց հիմնական մարտահրավերները` քաղաքացիական ինտեգրման տեսանկյունից: Էլնուր Ալիսոյը իր ելույթում առանձնացրեց 4 հիմնական մարտահրավեր: Կրթական համակարգում առկա մարտահրավերներ, ինչը բացասական է անդրադառնում ազգային փոքրամասնությունների ինտեգրման տեսանկյունից: Նրա խոսքով` ընդհանուր կրթության ազգային նպատակները շատ լավ են գրված, թեև գործնականում այս ամենն արդյունավետ չի իրագործվում: Էլնուրն ասում է, որ հատկապես ծանր իրավիճակ է ոչ վրացալեզու դպրոցներում: Հարցական է մնում, թե որքանով են դպրոցները կարողանում պետական սխեմայի համաձայն քաղաքացի ձևավորել: Ըստ Էլնուրի` 2-րդ խնդիրը լեզվի վերաբերյալ քաղաքականությունն է: Նրա խոսքով 1+4 ծրագիրը, որը իր հերթին շատ լավ ծրագիր է և հնարավորություն է տալիս երիտասարդներին` վրացերենի իմացության հետ մեկտեղ ներգրավել քաղաքացիական գործընթացներին: Սակայն այս ծրագիրը վերաբերում է երիտասարդներին, իսկ մեծահասակ մարդիկ այս ծրագրից չեն կարող օգտվել: Մարնեուլիում իրականացված հետազոտության համաձայն` Մարնեուլիի բնակչության 70%-ը չի դիմում իշխանություններին` որևէ հարցի շուրջ, ինչը լուրջ խնդիր է: Այդ պատճառով լեզվի քաղաքականությունը պետք է վերամշակել և այս փուլում ծառայություններն ապահովել երկու լեզվով: Կորոնավիրուսի հետ կապված ճգնաժամի ժամանակ պարզ է դարձել, որ կառավարությունը չի կարող տեղեկատվություն հասցնել ազգային փոքրամասնություններին: Երրորդ խնդիրըն` ըստ էլնուրի, երիտասարդների ցածր ներգրավվածությունն է շրջանային հարցերի որոշման գործընթացում: Շրջաններում տեղի իշխանությունների կողմից երիտասարդ ակտիվիստները ճնշումների են ենթարկվում: Վերջին մարտահրավերը Վրաստանում  առկա գաղափարախոսական իրավիճակն է: Նրա խոսքով` բոլոր պաշտոնական փաստաթղթերում ասվում է, որ պետության համար կարևոր է քաղաքացիական նացիոնալիզմը, թեև իրական կյանքում, էթնո-կրոնական նացիոնալիզմ է ծաղկում: 

Երկրորդ բանախոսը Նորիկ Գասպարյանն էր, ով նույն ծրագրի համակարգողն է` Սամցխե-Ձավախեթիի շրջանում, ինչպես նաև հանդիսանում է լրագրող: Նա խոսեց քաղաքացիական ինտեգրման տեսանկյունից առկա խնդիրների և մարտահրավերների վերաբերյալ, նաև այն խնդիրների մասին, որոնց առընչվում են Սամցխե-Ջավախեթիի և Քվեմո Քարթլիի շրջաններում բնակվող ազգային փոքրամասնությունները: Նորիկ Գասպարյանը հիմնականում կիսեց իրեն նախորդող բանախոսի կարծիքները և ավելացրեց, որ 1+4 ծրագրի հետ մեկտեղ, նաև կարևոր է «Սովորեցրու և սովորիր Վրաստանի հետ միասին» ծրագիրը, որի միջոցով վրացալեզու մագիստրանտներին ուղարկում են հայալեզու և ադրբեջանալեզու դպրոցներ: Լեզվի խնդիրը բարձրացրեց նաև Նորիկը և օրինակ բերեց Ջավախեթիում արդարադատության տներում առկա լեզվի խնդիրները: Նա նշեց, որ եթե պետական ծառայություններից վրացերենով չեն կարողանում օգտվել, ապա նրանց ծառայությունները մատուցվում են ռուսերենով, ինչն անհասկանալի է: Այդ դեպքում, նա չէր խոսում գործի վարույթի մասին, այլ էլեմենտար ծառայությունը նկատի ուներ: Նա նաև ընդգծեց, որ երբ խոսում են ինտեգրման մասին, չպետք է մոռանանք, որ ինտեգրացիան երկկողմ գործընթաց է: Հաճախ խոսում են, թե ինչ պետք է անեն ազգային փոքրամասնությունները, սակայն ոչ ոք չի խոսում այն մասին, թե ինչ պատասխան քայլեր պետք է անի մնացած հասարակությունը: Եվ վերջում, նա հիշեց համավարակի ժամանակ առկա տեղեկատվական վակուումը և Քվեմո Քարթլիում բնակվող հայելին բնութագրեց որպես «փոքրամասնություն` փոքրամասնության մեջ»: Այդ դեպքում, պետության մոտերումն ադրբեջանցիների հանդեպ տարբեր էր: Էլնուր Ալիսոյի հետ նա չհամաձայնեց այն տեսակետի վերաբերյալ, որ ակտիվիստները ճնշման են ենթարկվում ազգային հողի վրա: Նրա կարծիքով` ճնշումները հավասարապես լինում են նաև վրացալեզու բնակչության մոտ: 

Միջոցառման հաջորդ բանախոսը Թինաթին Ղողելիանին էր` Վրաստանի հաշտեցման և քաղաքացիական հավասարության հարցերով պետնախարարության` քաղաքացիական հավասարության դեպարտամենտի ղեկավար: Տիկին Ղողելիանին հանդես եկավ պետության դիրքից և խոսեց ազգային փոքրամասնությունների ինտեգրման տեսանկյուն„ց իրականացված ծրագրերի վերաբերյալ: Նա ուշադրություն դարձրեց տեղեկատվական արշավին, որը Եվրամիությունն առաջարկում է Վրաստանի քաղաքացիներին` Եվրամիության և Վրաստանի միջև ստորագրված ասոցացման համաձայնագրի շրջանակներում: Նա նշեց, որ վերջին տասնամյակի ընթացքում, կայուն և կարիքների վրա հիմնված քաղաքացիական ինտեգրման քաղաքականությունը շոշափելի արդյունքներ է գրանցել: Նրա խոսքով` մենք ունենք ազգային փոքրամասնությունների ներկայացուցիչ երիտասարդներ, որոնք որակյալ կրթություն են ստացել և մասնակցել տարբեր պետական ծրագրերի: Տիկին Ղողելիանիի փոխանցմամբ` պետությունը տարբեր տեսակի տեղեկատվական արշավներ է կազմակերպում ազգային փոքրամասնությունների համար, ինչի արդյունքում տեղեկատվածության խնդիրը նվազում է: Նա անդրադարձավ ազգային փոքրամասնությունների քաղաքական և քաղաքացիական մասնակցության հարցին և դրական օրինակ բերեց Քվեմո Քարթլիում և Կախիթիի վարչական շրջանում ներդրված խորհրդակցական խորհուրդները, ինչն, ըստ նրա, տեղական մակարդակում խորհրդակցություններից  խնդիրների լուծման ճանապարհներ մշակելու միջոց է: Որպես դրական օրինակ` նա նշեց հանրային ծառայությունում գործող պրակտիկայի ծրագիրը, որը ներդրվել է 2017 թվականից` 1+4 ծրագրի շրջանավարտների համար: Նրա խոսքով` նաև ավելացել է վրաց լեզվի ուսուցման արեալը, ինչպես կրոնական անձանց, այնպես էլ զինվորականների համար։ Թեև, նա նաև նշեց, որ լեզվի խնդիրը շարունակում է մարտահրավեր մնալ միջին տարիքի բնակչության համար: Նրա խոսքով` պետության նոր ռազմավարության մեջ առաջնահերթություն է համարվում գենդերային մեյնսթրիմինգն ու փոքրաթիվ ազգային փոքրամասնությունների աջակցությունը: Սա առաջին անգամ է տեղի ունենում: 

Օնլայն քննարկման վերջին բանախոսը Վրաստանի մարդու իրավունքներին կից ազգային փոքրամասնությունների խորհրդի համակարգող Կոբա Չոփլիանին էր: Նա խոսեց մարդու իրավունքների պաշտպանի և դիտորդի դիրքերից, գնահատեց Վրաստանում ազգային փոքրամասնությունների քաղաքացիական ինտեգրման գործընթացն ու խոսեց հավասար հնարավարությունների մասին` եվրաինտեգրման գործընթացում ներգրավվելու տեսանկյունից: Պարոն Չոփլիանին նշեց, որ ռուսական և խորհրդային ինտեգրման դաշտը և հետագայում արդեն անկախության ժամանակ ինտեգրման գործընթացը շոշափելի ձգձգուներով է իրականացվել: Սակայն, հետագայում հասկացվել է այս հարցի կարևորությունն ու տարբեր միջոցառումներ է կազմակերպվել: Այնուամենայնիվ, ցավոք, այս միջոցառումներն ու դրանց որակը ժամանակի տեսանկյունից արդյունավետ չեն: Նա ընդգծեց դասագրքերի խնդիրը, ինչպես թարգմանության որակի, այնպես էլ բովանդակության տեսանկյունից ու նշեց, որ այս դասագրքերը ադապտացված չեն ազգային փոքրամասնությունների համար: Երկար ժամանակ չեն հրատարակվել ադրբեջանալեզու ու հայալեզու դասագրքեր: Բացի դրանից, նա անդրադարձավ նաև հեռուստատեսությանը և ուշադրություն դարձրեց ազգային փոքրամասնությունների լեզուներով հեռուստատեսությամբ` Վրաստանում տեղի ունեցող զարգացումների վերաբերյալ տեղեկատվության մատակարարման անհրաժեշտությանը: 

Ելույթներից հետո լսարանին հարց տալու և մեկնաբանություն անելու հնարավորություն տրվեց: Քննարկման ժամանակ հատկապես ուշադրություն դարձվեց Էլնուր Ալիսոյի կողմից առաջ քաշված` երիտասարդներին ճնշելու հարցին: Պարոն Կոբա Չոփլիանին հետագայում այս հարցերը առանձին քննարկելու ցանկություն հայտնեց: Բացի այդ` Էրասմուս + Վրաստանի գրասենյակի ներկայացուցիչ Լիկա Ղլոնտի կողմից ազգային փոքրամասնությունները ներկայացնող բանախոսների հանդեպ առաջարկություն հնչեց, որ վերջիններս կապվեն և հանդիպեն Էրասմուս +-ի շրջանակներում ագային փոքրամասնությունների ներգրավվածությունը ավելացնելու հնարավորության վերաբերյալ, ինչին համաձայնեցին բանախոսները: 

 

 

Related Posts