პოლიტიკის ინსტიტუტმა ანგარიში – „ქართული ოცნების მმართველობის 100 დღე: რეალობის შეფასება” – წარადგინა.

22 თებერვალს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანგარიშის – „ქართული ოცნების მმართველობის 100 დღე: რეალობის შეფასება” – პრეზენტაცია გაიმართა.

ანგარიში ასახავს „ქართული ოცნების“  მმართველობის პირველ 100 დღეში გატარებულ პოლიტიკას. მასში გაანალიზებულია ხელისუფლების პირველი ნაბიჯები სოციალურ-ეკონომიკური, დემოკრატიისა და საგარეო უსაფრთხოების სფეროებში. ანგარიშში ასევე შეფასებულია ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა და თუ რამდენად ასრულებს ახალი მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა წინასაარჩევნო დაპირებებს.

ანგარიშის ავტორებმა – კორნელი კაკაჩიამ, ბიძინა ლებანიძემ, ჯოსეფ ლარსენმა და მარიამ გრიგალაშვილმა – ისაუბრეს კვლევის მიზნებზე, მეთოდოლოგიებსა და ძირითად მიგნებებზე. პრეზენტაციის დასასრულს, ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჰანს გუტბროდმა.

ანგარიში მომზადებულია  ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის (NED) ფინანსური მხარდაჭერით.


პრესა ანგარიშის შესახებ:

 

 

 


ფოტოები პრეზენტაციიდან:

 

 

Related Posts