პოლიტიკის ინსტიტუტმა იუტას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

საზაფხულო სტაჟირების ფარგლებში 13-22 ივნისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა უცხოელ სტუდენტებს უმასპინძლა. 1კვირიანი სტაჟირების განმავლობაში, კარლოს ფრიაზისა და ზაკარი შმატსის – იუტას სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) სტუდენტებს, საშულება ჰქონდათ საკუთარი წვლილი შეეტანათ ინსტიტუტის ყოველდღიურ საქმიანობაში, ამასთან, უკეთ გაცნობოდნენ მის სტრუქტურას, პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ გამართულ უახლეს ღონისძიებებსა და გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს.

13514222_10153519638122062_182080260_naსტაჟირების ფარგლებში, ზაკარიმ და კარლოსმა ასისტირება გაუწიეს პოლიტიკის ინსტიტუტის გუნდს ბლოგერებისთვის გამართულ ვორქშოფზე. სტაჟიორებმა დამწყებ ბლოგერებს ამ სფეროში საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, მისცეს ბლოგპოსტების წერასთან დაკავშირებული რჩევები, როგორც ზოგად ასევე სპეციფიკურ თემებზე.

ამას გარდა, უცხოელ სტუდენტებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ თბილისი და უახლოესი ქალაქები, დასწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ლექციებსა თუ სხვა ღონისძიებებს.

 

Related Posts