პროექტის გაცნობითი შეხვედრა მარნეულში

2020 წლის 29 იანვარს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ევროკავშირის ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის პირველი გაცნობითი შეხვედრა გამართა მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. შეხვედრის მიზანი იყო ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის პროექტის წარდგენა და ამ პროექტის სხვადასხვა აქტივობაში მათი ჩართულობის შესაძლებლობებზე ინფორმირება.

შეხვედრის მიზანი, ასევე, იყო ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლების სამუშაო ჯგუფებში ჩართვა. შეხვედრის დასაწყისში პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი ელნურ ალიევი მიესალმა აუდიტორიას და წარადგინა GIP-ის გუნდი. თავის შესავალ სიტყვაში GIP-ის დირექტორმა კორნელი კაკაჩიამ ორგანიზაციის მისიასა და საქართველოს ევროპეიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პროექტის მენეჯერმა – სალომე კანდელაკმა აუდიტორიას პროექტის მიზანი, ამოცანები და მთავარი აქტივობები განუმარტა და დონორის პრიორიტეტები გააცნო. შეხვედრაზე მან, ასევე, ისაუბრა ადგილობრივების პროექტში ჩართვის შესაძლო ფორმებზე და ხაზი გაუსვა მათი აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას პროექტის გრძელვადიანი შედეგის მისაღწევად. პროექტის ერთ-ერთმა მკვლევარმა – ნინო სამხარაძემ იმედი გამოთქვა, რომ ადგილობრივი თემის წევრები აქტიურად ჩაერთვებიან კვლევის პროცესშიც და ამ კვლევის შედეგებს ერთობლივად შეაფასებენ საბოლოო რეკომენდაციების შესამუშავებლად, რომლებიც საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირის დელეგაციას წარედგინება. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელიც, ძირითადად, პროექტის განხორციელების შემდგომ ეტაპებსა და ამ პროექტის სხვა, უკვე განხორცილებული ინიციატივებისაგან განმასხვავებელ ფაქტორებს შეეხებოდა.

შეხვედრა გააშუქა რადიო „მარნეულმა“ და მედია ორგანიზაცია “24news”-მა, რომელთა წარმომადგენლებმაც გამოხატეს თანამშრომლობის ინტერესი, რაც პროექტის ფარგლებში დოკუმენტური ვიდეო მასალის მომზადებასა და პროექტის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაში გამოიხატება.

24news

Related Posts