პროექტის დასკვნითი კონფერენცია – “DCFTA-ის განხორციელება: პარტნიორობა, შემაფერხებელი ფაქტორები და პოტენციალი”

8 მაისს თბილისში პროექტის – „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“ – დასკვნითი კონფერენცია – “DCFTA-ის განხორციელება: პარტნიორობა, შემაფერხებელი ფაქტორები და პოტენციალი” – გაიმართა.

კონფერენცია გახსნეს პროქტის მთავარმა მხარდამჭერებმა: საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ „ევროკავშირს სურს უფრო მეტმა ქართულმა კომპანიამ ისარგებლოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA-ის) შესაძლელობებით. ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად ბევრს ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, მათ შორის ინფორმაციის გაცვლის, ფინანსების, ტრენინგების და ბაზარზე შესვლის პრიორიტეტიზაციის მიმართულებით. ამ პროექტმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა აღნიშნული მიზნის მიღწევაში, მათ შორის რეგიონის მასშტაბით გავრცელებისა და სამოქალაქო საზოგადოების სისტემატიური ჩართულობის წყალობით“.

H.E. Carl Hartzell, Ambassador of the European Union to Georgia and
H.E. Giedrius Puodžiūnas, Ambassador of Lithuania to Georgia at the conference.

საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, გიედრიუს პოუჯონასმა საქართველო-ევროკავშირს შორის ვაჭრობის პირველი კვარტლის ანგარიშის საფუძველზე მიმოიხილა საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში. როგორც ელჩმა პოუჯონასმა, ისე სლოვაკეთის ელჩმა საქართველოში, პაველ ვიზდალმა გამოხატეს საკუთარი ქვეყნების მხადრაჭერა საქართველოს ამბიციის მიმართ, გაზარდოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან. სლოვაკეთის ელჩმა განაცხადა, რომ სლოვაკეთის განვითარების დახმარების ახლად შემუშავებული საშუალოვადიანი სტრატეგიის მიხედვით,  საქართველო SlovakAidi-ის პროგრამის მონაწილე ქვეყანა გახდა.

Khatia Tsilosani, the Deputy Minister of Environmental Protection and Agriculture, at the conference.

ელჩების მისალმების შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა მიმართა. საკუთარ გამოსვლაში, ქალბატონმა ხატიამ დამსწრე საზოგადოებას სოფლის მეურნეობის სექტორში DCFTA-ის იმპლემენტაციის კუთხით მიმდინარე პროცესები გააცნო. მან აღნიშნა, რომ „ჯანსაღი საკვები და ჯანსაღი გარემო მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია“. წილოსანმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ DCFTA-ი არ არის მხოლოდ ექსპორტზე ორიენტირებული, და რომ ის ქართველი მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტის მიწოდებას უზრუნველყოფს.

კონფერენციაზე განხილული იყო DCFTA-ის განხორციელება სამი სხვადასხვა მიმართულებით: სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება და მათ წინაშე მდგარი გამოწვევები და რეგიონული პერსპექტივა – საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში. პროგრამა ეფუძნება პოლიტიკის რეფორმის რეკომენდაციებს, რომელიც შემუშავდა ორწლიანი კონსულტაციების პროცესში საქართველოს ათივე რეგიონში – მათ შორის რეკომენდაციებს ადგილობრივი და ცენტრალური საბჭოების მხრიდან და სლოვაკეთისა და ლიეტუვის საუკეთესო პრაქტიკას.

კონფერენციის მომხსენებლები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდნენ სამოქალაქო საზოგადოების აქტორების ჩართულობაზე რეფორმებისა და DCFTA-ის იმპლემენტაციის პროცესის გაუმჯობესების ადვოკატირების კუთხით. უკრაინელი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლის მაქსიმ კორიავეტსის თქმით, „მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების კონტექსტში, სამოქალაქო საზოგადოება არამხოლოდ ინფორმაციის გამტარია მთავრობასა და ადგილობრივ ბიზნეს შორის – მას ასევე შეუძლია კონსულტაციების გაწევა, ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერებისა და DCFTA-ის მიერ შემქნილ ახალ რეალობასთან მათი ადაპტირების მიზნით“. პროექტის შედეგები, რომლიც მიხედვითაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 500-მდე ღონისძიებას უმასპინძლეს საქართველოს რეგიონებში და დაახლოებით საქართველოს ერთ მილიონამდე მოქალაქეს მიაწვდინეს ხმა, სწორედ ამის დასტურია.

კონფერენციაზე შეთანხმდნენ, რომ DCFTA-ის იმპლემენტაცია მომავალ წლებში უფრო მეტად ხილვადი იქნება. „DCFTA-ი ქვეყნის ტრანსფორმაციის ინსტრუმენტია, რომლის მიღწევისთვისაც აუცილებლად ვიმუშავებთ“ – განაცხადა მარიამ გაბუნიამ, საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან.

Mariam Gabunia, Head of the Foreign Trade Policy Department at the Ministry of Economy and Sustainable Development, at the conference.

„ჩვენ უნდა მოვახდინოთ ძალისხმევის სინქრონიზაცია სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და სექტორების მასშტაბით, რადგან DCFTA-ი ყველას საქმეა“, აღნიშნა რუსუდან ყალიჩავამ – ასოციაცია ათინათის აღმასრულებელმა დირექტორმა ზუგდიდში, საქართველოში.

პროექტის განმახორციელებლები თავის მხრივ ახალისებდნენ ადგილობრივი და ცენტრალური DCFTA-ის საკონსულტაციო საბჭოს განგძობადობას, რომლებიც შეიქმნა პროექტის განხორციელებისას და ამ პროცესში მუდმივად მართავდა შეხვედრებს. ადგილობრივი საბჭოები საქართველოს ყველა რეგიონში წარმოადგენს პლატფორმას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, ადგილობრივი ბიზნესისა და საჯარო მოხელეების მონაწილეობით, სადაც განიხილება DCFTAი-ს იმპლემენტაციის მთავარი გამოწვევები. ადგილობრივი საბჭოების მიგნებები შემდეგ წარედგინება ცენტრალურ საბჭოს, სადაც დამატებით წარმოდგენილნი არიან DCFTA-ის იმპლემენტაციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი სამინისტროების წარმომადგენლები. მსგავსი ფორმატები უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას, ცენტრალური მთავრობის ცნობიერების ამაღლებას ადგილობრივ საკითხებზე და ხელს უწყობს არსებულ გამოწვევებზე ერთობლივი ძალისხმევის გაწევას.


„საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“ (პროექტი ხორციელდება 2017 წლის აპრილიდან) დაფინანსებულია ევროკავშირის „ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის“ მიერ, პროგრამების – ლიეტუვის განვითარების სფეროში თანამშრომლობისა და დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამის და სლოვაკეთის განვითარების დახმარების (SlovakAid) თანადაფინანსებით.

პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კვლევითი ცენტრების კონსორციუმის მიერ „აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის“ (EESC, ლიტვა) ხელმძღვანელობით: საქართველოს „ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზა ციების ასოციაცია“ (ABCO, საქართველო), „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP, საქართველო), „გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GPI, სლოვაკეთი), ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი “ინტელექტი” (საქართველო), „ათინათი“ (საქართველო) და ასოციაცია „კავკასიის გენეტიკა“ (საქართველო).


მედია ღონისძიების შესახებ

Related Posts