ინგლისურენოვანი პუბლიკაციების სანახავად, გთხოვთ შეცვალოთ საიტის ენა

ქართველი და უცხოელი ექსპერტები განვლილ 2017 წელს აფასებენ

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა „ექსპერტპოლის“ პროექტის ფარგლებში, 2017 წლის შემაჯამებელი გამოკითხვა ჩაატარა. გამოიკითხა 20 ქართველი და უცხოელი მიმომხილველი, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. ქართველ და უცხოელ ექსპერტთა მოსაზრებები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მეტწილად იდენტური იყო და კარგად ასახავს საქართველოს მთავრობის  მიერ მიღწეულ ამბივალენტურ შედეგებს დემოკრატიზაციის, საგარეო პოლიტიკის, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით.

(more…)

...

ბორდერიზაცია საქართველოში: რუსეთის პოლიტიკის შეკავების სტრატეგია

კორნელი კაკაჩია, ლევან კახიშვილი,
ჯოსეფ ლარსენი, მარიამ გრიგალაშვილი

მოუგვარებელი კონფლიქტების მანიპულირების მიზნით, რუსეთის მიერ სამხედრო, პოლიტიკური და ინფორმაციული ტაქტიკის გამოყენება დინამიური პროცესია. ბრძოლის ერთ-ერთი უახლესი მეთოდი, რომელსაც რუსეთი 2009 წლიდან იყენებს, საქართველოს ტერიტორიების ე.წ. „ბორდერიზაციაა“. ბორდერიზაციის ტაქტიკა ემსახურება რუსეთის სტრატეგიას მოარღვიოს საქართველოს სუვერენიტეტი და ხელი შეუშალოს მის დემოკრატიულ განვითარებასა და დამოუკიდებელი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის წარმოებას. (more…)

...

ცხოვრება ევროკავშირის წევრობის გარეშე: მრავალსიჩქარიანი აღმოსავლეთ პარტნიორობის შუქ-ჩრდილები

ბიძინა ლებანიძე

ბრიუსელში ახლახან დასრულებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებისა და ევროკავშირის მოლოდინებს შორის არსებული განსხვავებები. მოწინავე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვიან, რისთვისაც ევროკავშირი ჯერ მზად არ არის. ამავდროულად, შორეული წევრობის პერსპექტივაზე ყურადღების გამახვილებამ გადაფარა უფრო მწვავე პრობლემები: ბევრი სპეციალისტის აზრით, (more…)

...

2014 წელს ჩატარებული ინტერვიუ დავით ჭოჭუასთან

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი აქვეყნებს ჩვენს ნაადრევად დაღუპულ კოლეგასთან და მეგობართან, დავით ჭოჭუასთან, 2014 წელს ჩატარებული ინტერვიუს ტრანსკრიპტს. დღეს, მისი გარდაცვალებიდან 2 წლის თავზე, საჭიროდ ჩავთვალეთ,  ეს ინტერვიუ თქვენთვისაც გაგვეზიარებინა. გთავაზობთ, დავით ჭოჭუას აზრს ქართველობის იდეის აღქმაზე, საქართველოს საგარეო კურსზე და რუსეთთან ურთიერთობებზე.

(more…)

...

იტალია და აღმოსავლეთ ევროპა: რომი-მოსკოვის ღერძს დაქვემდებარებული დოსიე?

ნონა მიხელიძე

წლების მანძილზე იტალიის საგარეო პოლიტიკა პოსტ-საბჭოთა ქეყნების მიმართ ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში და აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში ვითარდებოდა. იტალია მიესალმა 2009 წელს დაწყებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის წინადადებას და მას მერე მხარს უჭერს ევროკავშირის თითქმის ყველა ინიციატივას – მათ შორის საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის პროცესს. ამასთან, ოფიციალურმა რომმა ხელი შეუწყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქართველოში გაგზავნას.  

(more…)

...

იტალიის საგარეო პოლიტიკა: აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა და საქართველო

მარკო სიდი

2000-იანი წლებიდან მოყოლებული ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში იტალიის ეკონომიკური და დიპლომატიური ჩართულობა გაიზარდა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან სავაჭრო და დიპლომატიური კავშირების გაფართოება თან დაერთო იტალიის ხანგრძლივ ურთიერთობას მოსკოვთან, რომელიც კვლავ გრძელდება, მიუხედავად ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისისა და რუსეთსა და ევროკავშირს შორის დაწესებული ეკონომიკური სანქციებისა. იტალიამ მხარი დაუჭირა ევროპულ სამეზობლო პოლიტიკას (ესპ), რომელიც რეგიონის მიმართ იტალიის მიდგომის მნიშვნელოვან ჩარჩოს წარმოადგენს. განსაკუთრებით კი უკრაინის კრიზისის შემდგომი პერიოდიდან მოყოლებული, (more…)

...

ქართველი და უცხოელი ექსპერტები მმართველ პარტიას ადგილობრივ არჩევნებში კვლავ იოლ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი აგრძელებს, მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ, ქართველ და უცხოელ ექსპერტთა გამოკითხვას. ამჯერად პოლიტიკის ინსტიტუტმა 30 ექსპერტი და პოლიტიკური მიმომხილველი მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით გამოკითხა. ექსპერტთა უმრავლესობა ქართულ ოცნებას არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს.

  (more…)

...

რეფერენდუმი ერაყის ქურთისტანში – ახალი გამოწვევა ახლო აღმოსავლეთისათვის

გიორგი სანიკიძე

25 სექტემბერს ერაყის ქურთისტანში შედგა არაერთგზის გადადებული რეფერენდუმი. ბიულეტენებში ერთადერთი კითხვა იყო შეტანილი: „გსურთ თუ არა, რომ ქურთისტანის რეგიონი და ქურთისტანის ის ადგილები, რომლებიც რეგიონის საზღვრებს გარეთაა, გახდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო?“ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ქურთისტანის რეგიონისა და მისი მთავრობის მიერ კონტროლირებადი მიმდებარე ტერიტორიების მოსახლეობის დაახლ. 72%-მა. (more…)

...

საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები: „სარტყელისა და გზის“ გეოპოლიტიკა

ჯოსეფ ლარსენი

ჩინეთი საქართველოს მიმართ მზარდ ინტერესს იჩენს. თანამშრომლობა ძირითადად  ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობებით შემოიფარგლება. თუმცა, „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის კონტექსტში რეგიონში ჩინეთის ჩართულობას შესაძლოა გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდეს.

(more…)

...

გერმანიის საპარლამენტო არჩევნების შედეგები: პოპულიზმი, იამაიკა-კოალიცია და საქართველო

მიხეილ სარჯველაძე

გერმანიაში 24 სექტემბერს გამართული საპარალამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ცხადია, რომ გერმანიის კანცლერი ისევ ანგელა მერკელი გახდება. თუმცა საინტერესოა, თუ რა შეიცვლება გერმანიის პოლიტიკურ ცხოვრებაში ამ არჩევნების შედეგად და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ცვლილებები საქართველოსთვის. (more…)

...

გერმანიის არჩევნები 2017: განგრძობითობა და ცვლილებები

სილვია შტობერი

„მოსაწყენი“ ეს ის სიტყვაა, რომელიც ხშირად გამოიყენება გერმანიაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის აღსაწერად. კამპანია 24 სექტემბერს დასრულდება, როცა მოქალაქეები ბუნდესტაგის ახალ წევრებს აირჩევენ. ახალი მთავრობის ფორმირება კი არჩევნების შედეგების შესაბამისად მოხდება.

ერთი შეხედვით, უკანასკნელი კვირების განმავლობაში ბევრი არაფერი მომხდარა. (more…)

...