ინგლისურენოვანი პუბლიკაციების სანახავად, გთხოვთ შეცვალოთ საიტის ენა

ეთნიკური უმცირესობები საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში: არის თუ არა სივრცე სკეპტიციზმისთვის?

ნინო სამხარაძე

საქართველოში ეთნიკურ უმცირესობებს ევროინტეგრაციის პროცესისადმი ამბივალენტური დამოკიდებულება აქვთ: ერთი მხრივ, მათთვის მნიშვნელოვანი და იმედისმომცემია ის პრაქტიკული სარგებელი, რომელიც მათ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. მეორე მხრივ კი, საზოგადოებრივი აზრის სხვადასხვა კვლევების მიხედვით, მათი დიდი ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ, (more…)

...

ევროკავშირი და ეთნიკური უმცირესობები საქართველოში: ინფორმაციული ვაკუუმი და დეზინფორმაცია

სალომე მინესაშვილი

მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ხშირად განიხილება, როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებისა და, განსაკუთრებით, ევროკავშირის წევრობისაკენ მისი სწრაფვის საფუძველი. თუმცა საქართველოში ეთნიკური უმცირესობები წარმოადგენს ჯგუფს, რომლის ერთსულოვანი მხარდაჭერაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკას აკლია. საქართველოში ეთნიკური ქართველებისგან განსხვავებით, ეთნიკური აზერბაიჯანელები და სომხები ნაკლებად უჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირის პოტენციურ წევრობას. (more…)

...

თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეებისათვის დანიშნულების ქვეყნის შერჩევის განმსაზღვრელი ფაქტორები

მერი ჩაჩავა

2017 წლის მარტიდან, როდესაც ევროკომისიამ (EC) საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის უფლება მიანიჭა, ცალკეულმა წევრმა სახელმწიფოებმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მზარდი მატების გამო. ბოლო სამი წლის განმავლობაში დანიშნულების ქვეყნები სხვადასხვა იყო, თუმცა ამ სიაში საფრანგეთს და გერმანიას ყოველთვის მოწინავე პოზიციები ეკავა. (more…)

...

არის თუ არა პოპულიზმი ევროსკეპტიკური საქართველოში?

გივი სილაგაძე[1]

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პოპულიზმის მომძლავრებას სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოში თან ახლავს ევროსკეპტიკური განწყობების ზრდა. პოპულიზმისა და ევროსკეპტიციზმის ტანდემი, როგორც მას ზოგიერთი მკვლევარი უწოდებს,[2] წინააღმდეგობაშია ლიბერალურ-დემოკრატიულ ნორმებთან და შესაძლოა, პოლიტიკურ სისტემაში პარტიული კონკურენციის დინამიკის ცვლილებაც გამოიწვიოს, განსაკუთრებით ევროკავშირთან მიმართებაში. (more…)

...

„ზოგი ჭირი მარგებელია“ – როგორ იყენებენ მემარჯვენე ჯგუფები კორონავირუსის გავრცელებას საქართველოში

ნინო გოზალიშვილი

COVID-19-ის გავრცელება გლობალური პოლიტიკური და სოციალური, მათ შორის მემარჯვენე ჯგუფების დისკურსის მთავარი მიმართულება გახდა. პოლიტიკურ კრიზისებსა თუ სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებზე საპასუხოდ, მემარჯვენე აქტორები ახერხებენ პანდემიის საკუთარი განსაზღვრების დამკვიდრებას და მემარჯვენე გამრიყავი პოლიტიკის გატარებას. მსოფლიოს მასშტაბით მემარჯვენე პოპულისტური ჯგუფები „საზოგადოების ცოდნის კრიზისის“ გამოყენებით ცდილობენ აღიარებისა და ლეგიტიმაციის მოპოვებას საზოგადოების მხრიდან[1]. (more…)

...

ვინ (არ) არის პოპულისტი საქართველოში? ფართოდ გავრცელებულ ტერმინში გარკვევა

გივი სილაგაძე

მიუხედავად მისი გლობალური მნიშვნელობისა, ,,პოპულიზმის“ გამოყენება როგორც სხვა ქვეყნების, ისე საქართველოს კონტექსტში არ არის ერთმნიშვნელოვანი. ,,პოპულიზმის“ იარლიყით შესაძლოა, ისეთი განსხვავებული მოვლენები მოიხსენიებოდეს, როგორიცაა დემაგოგია, ელექტორალური სარგებლის მისაღებად უპასუხისმგებლო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა, წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსთა მიერ გაჟღერებული გაზვიადებული და არარეალური დაპირებები, (more…)

...

თანამედროვე ქართული პოპულიზმის დეკონსტრუქცია: ნარატივები პოლიტიკური პარტიებიდან საზოგადოებრივ მოძრაობებამდე

ნინო სამხარაძე

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პოპულისტური აქტორები ქართულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სივრცეში აქტიურად გამოჩნდნენ. გარდა იმისა, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე პოპულისტურმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ მანდატების მოპოვება მოახერხა, ამავე სპექტრის საზოგადოებრივი მოძრაობებიც გააქტიურდნენ და მასშტაბური დემონსტრაციების თუ სხვა საზოგადოებრივი აქტივობების ლიდერებად მოგვევლინენ. (more…)

...

დავით გარეჯი ქართულ ეროვნულ ნარატივსა და პოლიტიკური ელიტის დღის წესრიგში: რამდენად შესაძლებელია პრობლემის მოგვარება?

ნინო სამხარაძე*

2019 წლის აპრილ-მაისში ქართული საზოგადოება მღელვარებამ მოიცვა დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, რასაც წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა უძღოდა. 20 აპრილს ადგილზე ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო,[1] სადაც (more…)

...

საქართველო ევროპულ დისკურსში: ავსტრიული პერსპექტივა

იოჰან ვოლფშვენგერი

უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის „სანიმუშო სტუდენტად“ მიიჩნევა. ქვეყნის მტკიცე პროევროპულმა პოზიციამ 2014 წელს ევროკავშირთან „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ (AA) ხელმოწერა მოიტანა შედეგად. თუმცა, საქართველოს ევროპული მისწრაფებები ევროკავშირში ყოველთვის სათანადოდ არ არის ასახული. ამ ყოველივემ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აღქმასა და ქვეყანაში არსებულ შიდა დისკურსს შორის შორის ერთგვარი სიცარიელე გააჩინა. წინამდებარე პოლიტიკის ნარკვევი ავსტრიაში არსებული იმ პრიორიტეტებისა და აღქმების იდენტიფიკაციას ცდილობს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების მიმართ ავსტრიის პოზიციას განსაზღვრავენ. (more…)

...

საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის მომავალის შესახებ მიმდინარე დებატების კონტექსტში: ფრანკო-გერმანული ხედვა

ბარბარა კუნცი

2018 წლისთვის ევროკავშირში მიმდინარე დებატები მეტწილად მძიმე მდგომარეობის შედეგად აღმოცენდა. დღეს  ბრიუსელი უფრო მეტად ისევ მოლოდინის რეჟიმში იმყოფება და იმედს გამოთქვამს, ვიდრე კრიზისის მოგვარებაზეა ორიენტირებული. ევროზონის კრიზისით, ბრექსითის რეფერენდუმითა და დონალდ ტრანმპის აშშ-ს პრეზიდენტად არჩევით გამოწვეული უიმედობის შემდეგ, ევროკავშირში მიმდინარე დებატების უმეტესობა კონცენტრირებულია ევროპული ინტეგრაციის გაღრმავებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მიგრაცია და საზღვრების დაცვა, ევროზონის რეფორმა და თავდაცვა. (more…)

...