ინგლისურენოვანი პუბლიკაციების სანახავად, გთხოვთ შეცვალოთ საიტის ენა

დიდი და პატარა პარტიები საქართველოში: განსხვავდება თუ არა პარტიების წინასაარჩევნო პროგრამები?

ლევან კახიშვილი

ქართული პოლიტიკური პარტიების მანიფესტები ხშირად მკვლევართა ყურადღების მიღმა რჩება, თუმცა ესაა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომლითაც ირკვევა როგორ პოზიციონირებს ესათუის პარტია და რამდენადაა აღნიშნული პოზიციონირება თანხვედრაში ამავე პარტიის იდეოლოგიასთან. პარტიების მანიფესტების ანალიზი და 2016 წლის არჩევნების შედეგები, ერთი მხრივ, ქმნიან პოლიტიკურ ლანდშაფტს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, მეორე მხრივ, კი პარტიებისთვის სასარგებლო რეკომენდაციების შემუშავების შესაძლებლობას გვაძლევენ. (more…)

...

კულტურული ღირებულებები თუ ეკონომიკური საფრთხე: რა განსაზღვრავს მოსახლეობის მიერ მემარჯვენე პოპულისტების მხარდაჭერას?

სალომე მინესაშვილი

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ქართველების დაახლოებით 7% მემარჯვენე პოპულისტურ პარტიებთან ახდენს საკუთარი შეხედულებების იდენტიფიცირებას. ამ პარტიებს შორისაა პატრიოტთა ალიანსი, რომელიც უკვე წარმოდგენილია საკანონმდებლო ორგანოში. რა განაპირობებს მსგავსი პარტიების მხარდაჭერას საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს შორის? (more…)

...

საზოგადოების ნდობა დემოკრატიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ: პოპულისტური ნაციონალისტური ჯგუფების გავლენები

გვანცა დავითაშვილი

საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესი, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის კლებადი ტენდენციის ფონზე, დამატებითი გამოწვევების წინაშე დგას. ამ დისკურსში, პოპულისტური ნაციონალისტური ჯგუფების გააქტიურება, თავის მხრივ, დემოკრატიული პროცესების განვითარების შემაფერხებელ დამატებით რისკებს ქმნის. (more…)

...

მედეგობა და დემოკრატია: შეუძლია თუ არა პრაგმატულ ევროკავშირს საქართველოში დემოკრატიული პროცესის ხელშეწყობა?

ბიძინა ლებანიძე

ევროკავშირის სამეზობლოში მედეგობის გაძლიერება ბრიუსელის ახალი ამბიციური გლობალური დღის წესრიგის ქვაკუთხედს წარმოადგენს. მისი მიზანი ევროკავშირის მეზობელი სახელმწიფოებისა და საზოგადოების გაძლიერებაა რათა, მათ უკეთ შეძლონ გამოწვევებსა და კრიზისებზე რეაგირება და სწრაფად ცვალებად პოლტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ გარემოსთან ადაპტირება. (more…)

...

სტრატეგიული კომუნიკაციები და კრიზისების მართვა: საქართველოსა და ლიეტუვის გამოცდილების ანალიზი

ლევან კახიშვილი, დონატას პუსლისი

დემოკრატიზაციისა და დემოკრატიული კონსოლიდაციის კონტექსტში, შიდა პოლიტიკური კრიზი, რომელიც საგარეო შოკით ან შიდა დინამიკით არის გამოწვეული, საქართველოს პოლიტიკური სისტემის სტაბილურობას მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აყენებს. მსგავსი კრიზისი საფრთხეს უქმნის არამხოლოდ შიდა წესრიგს, არამედ აზიანებს საქართველოს ურთიერთობებს გარე აქტორებთან. შესაბამისად, მთავრობის კრიზისის მართვის სტრატეგია საჭიროებს ანალიზსა და წარმატებული ან წარუმატებელი გამოცდილების გააზრებას ეროვნული მედეგობის გასაზრდელად. (more…)

...

ევროკავშირსა და მოლდოვას შორის უვიზო მიმოსვლის ხუთი წელი

იულიან რუსუ

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა 2009 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ამოქმედების შემდეგ ევროკავშისა და მოლდოვას შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია. დღემდე, დაახლოებით, 2.1 მილიონმა მოლდოვის მოქალაქემ (მოსახლეობის 60%-ზე მეტი) იმოგზაურა ევროკავშირში ვიზის გარეშე. მოლდოვა განაგრძობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების შესრულებას: (more…)

...

ევროკავშირისა და სომხეთის ურთიერთობები ვიზის ფასილიტაციისა და ლიბერალიზაციის ფარგლებში

დოქტ. სტეფან გრიგორიანი

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიღება როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის, ისე სომხეთის მთავრობის 2019 წლის პროგრამის ძირითად მიზანს წარმოადგენს. ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების ბოლო ეტაპი – სავიზო დიალოგი ევროკავშირსა და სომხეთს შორის – ჯერ კიდევ არ დაწყებულა. სომხეთი და ევროკავშირი სომხეთიდან არალეგალური მიგრაციის მაღალი რისკის წინაშე დგანან. (more…)

...

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პროგრესის შეფასება: საქართველო პრევენციული სტრატეგიის ძიებაში

თათია დოლიძე

ნაშრომში განხილულია ევროკავშირთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შემდგომი ოფიციალური დისკურსი, ფაქტები და სტატისტიკური მონაცემები შეჩერების თავდაცვით მექანიზმში გაწერილი ინდიკატორების მიხედვით. შესაბამისი მონაცემების შესწავლით დასტურდება აღნიშნული მექანიზმის ასამოქმედებლად საჭირო სამართლებრივი საფუძვლის არსებობა, თუმცა ამავე დროს ჩანს, რომ საკითხის პოლიტიკური დელიკატურობა, საქართველოს სასარგებლოდ გადამწყვეტ როლს თამაშობს. (more…)

...

ქართულ-გერმანული ურთიერთობები ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში – როგორ შევაჯეროთ მოლოდინები?

კორნელი კაკაჩია, კატრინ ბეტგერი,
ბიძინა ლებანიძე, ვიქტორია პალმი, მიხეილ სარჯველაძე

პოლიტიკის დოკუმენტი, ივლისი 2019
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი / ევროპის პოლიტიკის ინსტიტუტი

(more…)...

მემარჯვენე ექსტრემიზმის პოლიტიკური შესაძლებლობები საქართველოში

თამთა გელაშვილი[1]

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოში მემარჯვენე ექსტრემისტების რიცხვმა იმატა და მათი ხილვადობაც შესამჩნევად გაიზარდა. ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა ერთიანი პარტიის, „ეროვნული ფრონტის“ შექმნაც დააანონსეს, რომელიც, მათი თქმით, „აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ პროცესში“ მიიღებს მონაწილეობას.[2] წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი განიხილავს, რამდენად ხელსაყრელია მობილიზაციის პოლიტიკური შესაძლებლობები მემარჯვენე ექსტრემისტებისათვის საქართველოში.

(more…)...