რა უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შემდეგი მიზანი ევროკავშირთან მიმართებაში?

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით და უვიზო მიმოსვლის რეჟიმით, საქართველომ მიიღო ის ორი ძირითადი ე.წ. „ჯილდო“, რომელიც ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მეშვეობით გახადა ხელმისაწვდომი. ამ ფონზე, ისმის კითხვა თუ რა უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შემდეგი (რეალისტური და კონკრეტული) მიზანი ევროკავშირთან მიმართებაში?

არსებული ხელისუფლების პირობებში, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს მთავრობამ და საზოგადოებამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია, მოაწერა რა ხელი ასოცირების შეთანხმებას 2014 წელს და 2017 წელს მიიღო შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ორივე საკვანძო მოვლენა საქართველო – ევროკავშირის თანამშრომლობის, კერძოდ კი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის შედეგია.

ახლა, როცა საქართველომ მიაღწია მისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი მიზნებიდან რამდენიმეს, ხოლო ევროკავშირისა და ნატოს სრული წევრობა ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა, ქვეყანამ მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს და განსაზღვროს პრიორიტეტები უახლოესი მომავლისთვის.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის თხოვნით, შერჩეულმა სამმა ექსპერტმა საქართველოდან, ბრიუსელიდან და პორტუგალიიდან, საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონკრეტულ მიზნებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები გაგვიზიარა.

 

ნახვა გადმოწერა

Related Posts