საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ევროატლანტიკური სტრატეგია შავი ზღვის რეგიონში”

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო საზაფხულო სკოლას – ევროატლანტიკური სტრატეგია შავი ზღვის რეგიონში ‘ – მასპინძლობს. 

25 ივლისს საზაფხულო სკოლა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ფარეშიშვილმა, ბსუ-ს რექტორის მოადგილემ ინგა შამილიშვილმა, რუმინეთის საელჩოს პოლიტიკური განყოფილებისა და ნატოს საკითხებში მრჩეველმა რადუ გორინჩიოიმ და ევროპული განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა მარი ფრანს პერდიგონმა გახსნეს.

საზაფხულო სკოლის მიზანია განიხილოს და იმსჯელოს  ევროატლანტიკურ სტრატეგიასა და გეოპოლიტიკურ საკითხებზე შავი ზღვის რეგიონში, როგორც გლობალურ, ასევე რეგიონულ ჭრილში.

30 სტუდენტი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართელოდან) ერთი კვირის  განმავლობაში ევროკავშირის ინტეგრაციის, ენერგეტიკული და რეგიონალური უსაფრთხოების, ნატო-ს გაფართოების, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და შავის ზღვის რეგიონში გაყინული კონფლიქტების საკითხებს განიხილავენ.

საზაფხულო სკოლის მონაწილეებს ლექციებს  ქართველ პროფესორებთან ერთად,  უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების  ექსპერტები და პროფესორები წაუკითხავენ.

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა, ფრანგული ორგანიზაცია CIFE-ის (Centre International de Formation Européenne) და ბსუ-ს  ორგანიზებითა და რუმინეთის საელჩოს, ნატოსა და ევროკავშრის საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პარტნიორობით ტარდება.

Related Posts