საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის მომავალის შესახებ მიმდინარე დებატების კონტექსტში: ფრანკო-გერმანული ხედვა

ბარბარა კუნცი

2018 წლისთვის ევროკავშირში მიმდინარე დებატები მეტწილად მძიმე მდგომარეობის შედეგად აღმოცენდა. დღეს  ბრიუსელი უფრო მეტად ისევ მოლოდინის რეჟიმში იმყოფება და იმედს გამოთქვამს, ვიდრე კრიზისის მოგვარებაზეა ორიენტირებული. ევროზონის კრიზისით, ბრექსითის რეფერენდუმითა და დონალდ ტრანმპის აშშ-ს პრეზიდენტად არჩევით გამოწვეული უიმედობის შემდეგ, ევროკავშირში მიმდინარე დებატების უმეტესობა კონცენტრირებულია ევროპული ინტეგრაციის გაღრმავებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მიგრაცია და საზღვრების დაცვა, ევროზონის რეფორმა და თავდაცვა. იგივე ეხება ფრანკო-გერმანულ ურთიერთობებსაც. პარიზმა და ბერლინმა, ევროპული ინტეგრაციის ტრადიციულმა (თუმცა, არა ყოველთვის ფუნქციონალურმა) “მოტორმა”, როგორც ორმხრივი ურთიერთობების ასევე, ფართო ევროპულ კონტექსტში თანამშრომლობის ამბიციური მიზნების ფორმულირება მოახდინა. წლების განმავლობაში, ამ ორ ქვეყანას შორის არცთუ ისე ძლიერი თანამშრომლობის შემდეგ, პროევროპული დღის წესრიგის მქონე ემანუელ მაკრონის საფრანგეთის პრეზიდენტად არჩევამ, არა მხოლოდ ევროპის შესახებ დებატების გამოცოცხლებას, არამედ ფრანკო-გერმანული ურთიერთობების დალაგებასაც შეუწყო ხელი. ის, თუ როგორ გაართმევენ თავს ამ ყოველივეს პარიზი და ბერლინი, გაზრდილ თანამშრომლობაზე, გაღრმავებულ ინტეგრაციასა და რეფორმებზე ევროკავშირში მიმდინარე დებატების საბოლოო რეზულტატისთვის გადამწყვეტი იქნება. სწორედ ამიტომ, ფრანკო-გერმანული დუეტი საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია. თბილისის ევროპული ამბიციების რეალიზება დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ მიიღებენ ამ ამბიციების პარიზსა და ბერლინში.

 

ნახვა გადმოწერა

Related Posts