საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთს შორის გამოცდილების გაზიარების გზით ვიზალიბერალიზაციის ხელშეწყობა – GIP-ის, IPRE-ისა და ACGRC-ის ერთობლივი კონფერენცია ერევანში

25 ოქტომბერს ჩატარდა პროექტის – „საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთს შორის გამოცდილების გაზიარების გზით ვიზალიბერალიზაციის ხელშეწყობა“ – შემაჯამებელი კონფერენცია ერევანში, სასტუმრო ანი პლაზაში. ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP, საქართველო), ევროპული პოლიტიკის და რეფორმის ინსტიტუტისა (IPRE, მოლდოვა) და გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის (ACGRC, სომხეთი) მიერ.

კონფერენციაზე საქართველომ, მოლდოვამ და სომხეთმა წარადგინეს პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც პროექტის ფარგლებში მომზადდა. გამოსმვლელებმა ასევე გაუზიარეს საქართველოსა და მოლდოვის გამოცდილება ღონისძიებაზე დამსწრე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, საჯარო თანამდებობის პირებს, ჟურნალისტებს, აკადემიკოსებსა და ექსპერტებს. კონფერენცია მიზნად ისახავდა სომხეთში ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის ამოქმედების მხარდაჭერას სარგებლისა და გამოწვევების ეფექტური შეფასების საშუალებით, მუდმივი და ხილვადობაზე დაფუძნებული ადვოკატირებისა და გამოცდილების გაზიარების გზით.

კონფერენციამ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. მას ესწრებოდნენ სომხეთში არსებული დიპლომატიური მისიებისა  და სამთავრობო სააგენტოების ოფიციალური წარმომადგენლები. კონფერენციას მოდერაციას უწევდა ალექსანდრა შტიგლმაიერი, რომლემაც დამსწრე საზოგადეოებას წარუდგინა პროექტის ორგანიზატორები. პროექტის მენეჯერმა, სალომე კანდელაკმა, წარადგინა პროექტის მიზნები და ამოცანები, ასევე, პროექტის პარტნიორებმა, სტეფან გრიგორიანმა და იულიან რუსუმ, წარმოთქვეს მისასალმებელი სიტყვა.

კონფერენციის ერთ-ერთმა ძირითადმა გამოსვლელმა, ანდრეა ვიქტორინმა (საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი სომხეთში) ხაზი გაუსვა ჯანდაცვის, იურიდიულ და საგანმანათლებლო სექტორში რეფორმების იმპლემენტაციის მნიშვნელობას. ელჩმა ასევე ისაუბრა, საინფორმაციო კამპანიების საჭიროებაზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ბენეფიტებთან დაკავშრებით ცნობიერების ასამაღლებლად სამოქალაქო საზოგადოების აქტორების მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მან აღნიშნა, რომ სომხეთი უკვე დგას  უკანონო მიგრაციების გამოწვევის წინაშე, საქართველოსა და მოლდოვას მსგავსად, სადაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს აქვს გარკვეული პრობლემები და ამ პრობლემების საპასუხოდ, საჭიროა მნიშვნელოვანი რეფორემების გატარება აღნიშნულ ქვეყნებში. თუმცა, მან დაამატა, რომ ეს სახელმწიფოები, სომხეთის ჩათვლით, თანამშრომლობენ ევროკავშირთან მოცემულ საკითხზე, რაც პოზიტიური ტენდენციაა. ავეთ ადონთსმა (სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე) ხაზი გაუსვა კონფერენციის ფარგლებში განხილული საკითხის მნიშვნელობას სომხეთისთვის, რომელიც ცდილობს ევროკავშირთან დაახლოებას და ეს მიზანი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში წინ არის წამოწეული. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორია სომხეთისთვის და ქვეყანა მაქსიმალურად ცდილობს ევროკავშირთან ორმხრივი პარტნიორობის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი კანონებისა და რეგულაციების მიღებას. ევროკავშირის დელეგაციის ხემძღვანელმა, ანდრეა ვიქტორინმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ სასურველი იყო  კონფერენციის მონაწილეებს თავი აერიდებინათ ინდივიდუალური ქვეყნების განხილვისგან, რათა შენარჩუნებული ყოფილიყო ღონისძიების ძირითადი მიზანი. მან გაიხსენა ჟან-კლოდ იუნკერის სიტყვები, რომ სომხეთი ტექნიკურად მზადაა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დასაწყებად. მან ხაზი გაუსვა არალეგალური იმიგრაციის გაზრდის შესაძლებლობას, თუმცა ამავდროულად აღნიშნა, რომ ხალხთაშორისი ურთიერთობები არის ნებისმიერი სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელიც ხელს უწყობს პროცესის განმავლობაში შექმნილი დაბრკოლებების გადალახვას. მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ სომხეთი უკვე სარგებლობს ევროკავშირის მობილობის პერტნიორობის რიგი ბენეფიტებით და ეს პრაქტიკა უნდა გაგრძელდეს მომავალშიც აკადემიური და სტუდენტური გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის გზით. არმან იეგოიანი – პარლამენტის წევრი, ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში – დაეთანხმა ევროკავშირის ელჩს და დამატებით აღნიშნა, რომ ხალხთაშორისი ურთიერთობები არ უნდა იყოს ასოცირებული მიგრანტების კრიზისთან და ასოცირებული ქვეყნებიდან მომდინარე თავშესაფრის მაძიებელთა პრობლემასთან. არმან იეგოიანმა ასევე განაცხადა, რომ თავშესაფრის მაძებელთა რიცხვი ბუნებრივად გაიზრდება მას შემდეგ, რაც სომხეთი მიიღებს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას, მაგრამ ეს ტედენცია თანდათანობით შემცირდება. მან ხაზი გაუსვა, რომ ვიზების გამარტივების მექანიზმის ფარგლებში, 2016 წლიდან 2017 წლამდე შემცირდა სომხეთიდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. ჰაიკანუშ ჩობანიანმა (დაბრუნებისა და რეინტეგრაციის განყოფილების ხელმძღვანელი, საიმიგრაციო სერვისი, სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო) დაადასტურა, რომ თავშესაფრის მაძებელთა რიცხვი მცირდება და წარმოადგინა შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები.

კონფერეციის მეორე ნაწილი დაეთმო პოლიტიკის დოკუმენტების პრეზენტაციას. პირველი პოლიტიკის დოკუმენტი – “ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პროგრესის შეფასება: საქართველო პრევენციული სტრატეგიის ძიებაში” – წარადგინა თათია დოლიძემ. მან ისაუბრა ქართული კონტექსტიდან და შეეხო კონკრეტულ გამოწვევებს, როგორებიცაა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რიცხვის ზრდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევები ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოებში. მან ასევე განიხილა შესაბამისი სამთავრობო სააგენტოების მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები სასაზღვრო კონტროლისა და რეადმისიის მექანიზმების ეფექტურობის გასაზრდელად. თათია დოლიძე პრეზენტაციისას ასევე შეეხო იმ რეფორმებსა და კანონებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად გაატარა. ამის შემდეგ, იულიან რუსუმ წარადგინა თავისი პოლიტიკის დოკუმენტი – „ევროკავშირსა და მოლდოვას შორის უვიზო მიმოსვლის ხუთი წელი“. მან ისაუბრა პროცესის შესახებ მოლდოვური პერსპექტივიდან და შეეხო სასაზღვრო კონტროლთან, თავშესაფრის მაძიებლებსა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. იულიან რუსუმ ასევე აღნიშნა, რომ მოლდოვის მთავრობამ ძირითადად დააკმაყოფილა ევროკავშირის მოთხოვნები მოლდოვისა და მესამე ქვეყნის მოქალაქეთა რეადმისიასთან და სახელმწიფოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტების საერთაშორისო სამოქალაქო საავიაციო ორგანიზაციის უსაფრთხოების სტანდარტებთან თანხვედრაში მოყვანასთან დაკავშირებით.

ამას მოყვა სტეფან გრიგორიანის გამოსვლა, რომელმაც წარადგინა თავისი დოკუმენტი „ევროკავშირისა და სომხეთის ურთიერთობები ვიზის ფასილიტაციისა და ლიბერალიზაციის ფარგლებში“. მან ხაზი გაუსვა, თავისი კვლევის ძირითად მიგნებებს და ისაუბრა, სომხეთის ზოგად პერსპექტივებზე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მინიჭებასთან დაკავშირებით. სტეფან გრიგორიანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი დგას სომხეთიდან მომდინარე არალეგალური მიგრაციების რისკის წინაშე. თუმცა, პარალელურად მან ისაუბრა სომხეთის მთავრობის ძირითად მიღწევებზე, როგორებიცაა ევროკავშირისა და სომხეთის თანამშრომლობა მობილობისა და სასაზღვრო კონტროლის სფეროში და 2014 წლის ვიზების გამარტივებისა და რეადმისიის ხეშეკრულებების რატიფიცირება.

პოლიტიკის დოკუმენტების პრეზენტაციის შემდეგ, ქართველმა და მოლდოველმა მკვლევრებმა იულიან რუსუმ და თათია დოლიძემ წარმოადგინეს ერთობლივი რეკომენდაციები სომხეთის მხარისათვის ევროკავშირსა და სომხეთს შორის ვიზალიბერალიზაციის დიალოგის გაძლიერებისა და გამარტივების მხარდასაჭერად. რეკომენდაციების მიზანი იყო ვიზალიბერალიზაციის პროცესის პოზიტიური ასპექტების ჩვენება საქართველოსა და მოლდოვის გამოცდილებაზე დაყრდნობით ისევე, როგორც ორივე ქვეყანში არსებული პრობლემების გადაჭრასთან და დაბრკოლებების გადალახვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარება ეფექტური ინტეგრაციისთვის. იულიან რუსუმ სომხეთის მხარეს გაუზიარა რეკომენდაციები, რომლებიც ეხებოდა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციისთვის შექმნილ სპეციალურ სამთავრობო ჯგუფებს, ევროპული კომისიისთვის წინასწარი შეფასების წარდგენას და, ასევე, ხაზი გაუსვა სამართლიანობისა და გამოყენების მაქსიმიზაციის მნიშვნელობას. თათია დოლიძემ ძირითადად განიხილა რეკომენდაციები, რომლებიც უკავშირდებოდა რეფორმების ხილვადობას, გამოჭირვალობას და არასამთავრობო სექტორის ჩართულობას ვიზების გამარტივების პროცესში. ის ასევე შეეხო ევროკავშირში ლობირებას და ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას. რეკომენდაციების წარდგენის შემდეგ, დამსწრე აუდიტორია აქტიურად ჩაერთო კითხვა-პასუხის სესიაში. ჩატარდა დისკუსიის ორი რაუნდი, რომელიც ეხებოდა იმ პრევენციულ ზომებს, რომლებიც სომხეთს დაეხმარება თავიდან აირიდოს ის პრობლემები, რომლის წინაშეც დადგნენ საქართველო და მოლდოვა ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ ისევე, როგორც ევროკავშირსა და სომხეთს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ზოგად მნიშვნელობას. ალექსანდრა შტიგლმაიერმა და სტეფან გრიგორიანმა შეაჯამეს კონფერენცია და იმედი გამოთქვეს, რომ ვიზალიბერალიზაციის დიალოგი უახლოეს მიმავალში უფრო ინტენსიური გახდება.


პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა კონფერენცია,  ხორციელდება „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ ქვე-გრანტის სქემის ხელშეწყობით (FSTP) და ფინანსდება ევროკავშირის მიერ, რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობის ფარგლებში. აღნიშნული ქვე-გრანტის სქემის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი ხელს უწყობს პლათფორმის წევრებს მისი მისიისა და ამოცანების შესრულებაში. პროექტს ნაწილობრივ აფინანსებს „ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის“ (NED).

Related Posts