საშემოდგომო სკოლა – “ევროკავშირის აღმოსავლეთევროპული პოლიტიკა: ურთიერთობების აღდგენა-გაღრმავება?”

19-23 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საშემოდგომო სკოლას – “ევროკავშირის აღმოსავლეთევროპული პოლიტიკა: ურთიერთობების აღდგენა-გაღრმავება?” – უმასპინძლა.

5 დღის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ევროპულ საგარეო პოლიტიკასა და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის მეთოდებს, ამასთან, ემსჯელათ რეგიონში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, საერთაშორისო ექსპერტებთან და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან ერთად.

სემინარები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ევროკავშირი, როგორც საგარეო პოლიტიკის აქტორი; რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა; საქართველოს საგარეო ორიენტაცია; ევრაზიული კავშირი სომხეთის პერსპექტივიდან; ევროკავშირისა და ევრაზიული კავშირის ურთიერთობა; მედია კომუნიკაციის როლი და ა.შ

სამუშაო დროის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სტუდენტების მხრიდან მსოფლიო პოლიტიკური მოვლენების შესაძლო სცენარებზე მუშაობას. მონაწილეებმა იმსჯელეს, პოლიტიკური სცენარების განხილვის მთავარი მეთოდოლოგიური მიდგომებსა და უკვე არსებული კვლევებზე.

პროექტის ორგანიზატორი იყო ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის მიუნხენის უნივერსიტეტი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტთან და თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტთან თანამშრომლობითა და DAAD-ის ფინანსური მხარდაჭერით.

 

Related Posts