საჯარო დისკუსია „საქართველოს ევროპული პერსპექტივა – ხედვები რომიდან“

6 ნოემბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა გამართა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია – „საქართველოს ევროპული პერსპექტივა – ხედვები რომიდან“.  ღონისძიება მოეწყო ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით, პარტნიორობით საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან.

მომხსენებლები:

  • მარკო სიდი – ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ევროკავშირის კვლევითი პროგრამა.
  • ანტონიო ბარტოლი – საქართველოში იტალიის ელჩი.
  • აკაკი ზოიძე – იტალიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის წევრი.
  • გრიგოლ გეგელია – ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის დოქტორანტი (ფლორენცია, იტალია)

 

მომხსენებლებმა ისაუბრეს იტალიის საგარეო პოლიტიკის დისკურსებსა და პრიორიტეტებზე და ასევე იმაზე, თუ როგორ უკავშირდება ეს ყოველივე საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სხვა ქვეყნებს.

 

ღონისძიებაზე  გაიმართა პოლიტიკის ნარკვევების პრეზენტაციაც:

  • „იტალიის საგარეო პოლიტიკა: აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა და საქართველო“მარკო სიდი (ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ევროკავშირის კვლევითი პროგრამა.)
    ავტორი კონცენტრირდება რომის ამჟამინდელ მიდგომაზე აღმოსავლეთ სამეზობლოსა და რუსეთის მიმართ. დოკუმენტში წარმოდგენილია იმ ცვლილებებისა და მოვლენათა განვითარების მიმოხილვა, რაც შესაძლოა მოჰყვეს 2018 წლის იტალიის არჩევნებს.
  • „იტალია და აღმოსავლეთ ევროპა: რომი-მოსკოვის ღერძს დაქვემდებარებული დოსიე?“ნონა მიხელიძე (აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი, Istituto Affari Internazionali (IAI), საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭოს წევრი)
    დოკუმენტი გვთავაზობს რომი-მოსკოვის პოლიტიკური და ეკონომიკური ღერძის როლისა და მოდუს ოპერანდის ანალიზს,  იტალიისთვის აღმოსავლეთ სამეზობლოს მნიშვნელობის გასააზრებლად. 

პრესა ღონისძიების შესახებ:


 ფოტოები ღონისძიებიდან: 

Related Posts