ELS-ის დღიურები – მარტის თვის გამოცემა

2020 წლის თებერვალში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) „მომავალ ლიდერთა სკოლა“ (ELS) გახსნა საქართველოს ოთხ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. მომავალ ლიდერთა სკოლა ეს არის ინიციატივა, რომელიც GIP-ის მიმდინარე პროექტის ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში ფარგლებში ხორციელდება USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერითა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC Georgia) თანამშრომლობით. (more…)

...

GIP-ის სოციალური მედია კამპანია – ELS-ის ქალთა კვირეული

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა სოციალური მედია კამპანიით – ELS Women in Focus. ერთი კვირის განმავლობაში, 2 მარტიდან 8 მარტის ჩათვლით, შევეცადეთ ჩვენი აუდიტორიისთვის “მომავალ ლიდერთა სკოლის” რამდენიმე ქალი მონაწილე გაგვეცნო. ისინი სხვადასხვა რეგიონიდან არიან და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ თავიანთი თემის განვითარებაში. ამ კამპანიით, ჩვენ მხარი დავუჭირეთ სწორედ ქალთა გაძლიერებასა და თანასწორობას. (more…)

...

ELS-ი თბილისსა და რუსთავშიც გაიხსნა

მომავალ ლიდერთა სკოლა (#ELS2020) ამჯერად თბილისსა და რუსთავში გაიხსნა! ინიციატივა #GIPის მიმდინარე პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება, USAID/Georgia -ის ფინანსური მხარდაჭერითა და CRRC Georgia -თან თანამშრომლობით. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, მონაწილეების ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას, მათი პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის წახალისებას და ასევე, მათ პროფესიულ ზრდას.  (more…)

...

როგორ გამოვაქვეყნოთ სამეცნიერო ნაშრომი? – ტრენინგი დოქტორანტებისა და ახალგზარდა მკვლევართათვის

2020 წლის 25 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი მასპინძლობს მასტერკლასს „როგორ გამოვაქვეყნოთ სამეცნიერო ნაშრომი?“. მასტერკლასი ორგანიზებულია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, ნორვეგიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტსა (NUPI) და თსუ-თან თანამშრომლობით. 

(more…)

...

ზუგდიდსა და ბათუმში მომავალ ლიდერთა სკოლა (ELS) გაიხსნა

15 თებერვალს, ზუგდიდსა და ბათუმში მომავალ ლიდერთა სკოლა (ELS) გაიხსნა. ინიციატივა GIP-ის მიმდინარე პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება, USAID/Georgia -ის ფინანსური მხარდაჭერითა და CRRC Georgia-თან თანამშრომლობით. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, მონაწილეების ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას, მათი პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის წახალისებას და ასევე, მათ პროფესიულ ზრდას.  (more…)

...

10 წელი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის დაწყებიდან: GIP-იმ მონაწილეობა მიიღო რომში საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (IAI) მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში

7 თებერვალს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, კორნელი კაკაჩიამ, მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში. დისკუსია, რომელიც რომში გაიმართა, იტალიური კვლევითი ორგანიზაციის „საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტისა“ (IAI) და „ევროკავშირის უსაფრთხოების სწავლებების ინსტიტუტის“ (EUISS) მიერ იყო ორგანიზებული.  (more…)

...

GIP-იმ ჟან მონეს პროექტის გაცნობითი შეხვედრა ახალქალაქში გამართა

2020 წლის 31 იანვარს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ევროკავშირის ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის პირველი გაცნობითი შეხვედრა გამართა ახალქალაქში, რონდელის ფონდის (GFSIS) ადგილობრივ ოფისში. შეხვედრის მიზანი იყო სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის პროექტის წარდგენა და ამ პროექტის სხვადასხვა აქტივობაში მათი ჩართულობის შესაძლებლობებზე ინფორმირება.  (more…)

...

პროექტის გაცნობითი შეხვედრა მარნეულში

2020 წლის 29 იანვარს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ევროკავშირის ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის პირველი გაცნობითი შეხვედრა გამართა მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. შეხვედრის მიზანი იყო ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის პროექტის წარდგენა და ამ პროექტის სხვადასხვა აქტივობაში მათი ჩართულობის შესაძლებლობებზე ინფორმირება. (more…)

...

წაახალისე და იმოქმედე ევროპისთვის – GIP-ის ახალი პროექტი

2019 წლის დეკემბრიდან, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ახალი პროექტის „წაახალისე და იმოქმედე ევროპისთვის“ განხორციელება დაიწყო. პროექტი ევროკავშირის Erasmus + -ის ჟან მონეს პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია ევროკავშირის საკითხებზე დისკუსიისა და რეფლექსიის წახალისება საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.  (more…)

...

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთბათა კომიტეტის საჯარო მოსმენაზე სიტყვით გამოვიდა

2020 წლის 21 იანვარს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, კორნელი კაკაჩია მოხსენებით გამოვიდა ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საჯარო მოსმენაზე, სადაც იგი ამავე კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა.  (more…)

...

„მომავალ ლიდერთა სკოლისთვის“ ახალგაზრდა, ცვლილებებზე ორიენტირებული ლიდერების შერჩევა დაიწყო

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა დაიწყო მონაწილეთა შერჩევის მეორე ეტაპი „მომავალ ლიდერთა სკოლისთვის“, რომელიც განხორციელდება 2020 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით საქართველოს ოთხ რეგიონში – თბილისი, ქვემო ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და აჭარა. სკოლის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებში. (more…)

...

ჟან მონეს პროგრამის გამარჯვებული პროექტების კოორდინატორთა შეხვედრა ბრიუსელში

2019 წლის 18 ნოემბერს, ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ორგანიზებით, Erasmus + –ის ჟან მონეს პროგრამის 2019 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტების კოორდინატორთა შეხვედრა ჩატარდა ბრიუსელში. ღონისძიებაში მონაწილეობას ჟან მონეს პროგრამის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ორგანიზაციები, ჟან მონეს აღმასრულებელი ორგანოსა და ევროკომისიის წარმომადგენლები იღებდნენ.  (more…)

...

კვლევითი გრანტი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის საქართველოდან

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში იწყებენ ახალ პროექტს სახელწოდებით „თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ: მიდგომები და ტენდენციები“, რომლის მიზანია  ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობა, რათა შეიმუშავონ პოლიტიკის დოკუმენტები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ.

(more…)

...

GIP-ის მომავალ ლიდერთა სკოლამ (ELS) დაიწყო განაცხადების მიღება 2020 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

GIP იწვევს აქტივისტებს, ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და სოციალურ-პოლიტიკური თემატიკით დაინტერესებულ სტუდენტებს – თბილისიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, აჭარიდან და ქვემო ქართლიდან – მომავალ ლიდერთა სკოლაში (Emerging Leaders School – ELS) მონაწილების მისაღებად.  (more…)

...

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი აცხადებს რეგიონული კოორდინატორების ვაკანსიას (სამეგრელო, აჭარა, ქვემო ქართლი)

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP), USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და კავკასიის კვლევის რესურს ცენტრთან (CRRC საქართველოსთან) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს – „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“. პროექტის ფარგლებში GIP საქართველოს რეგიონებსა და თბილისში გეგმავს, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, მათთვის ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას და წახალისებას, სოციალური და პოლიტიკური ჩართულობის კუთხით. (more…)

...