ტრენინგი რეგიონული მედიასაშუალებების ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

9-10 ნოემბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონული მედიასაშუალებების ჟურნალისტებისა და რედაქტრორებისთვის, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხებზე, ტრენინგი გამართა.

ტრენინგების სერია, რომელიც დეკემბერში დასავლეთ საქართველოში ჩატარდება,  GIP-ის ახალი პროექტის – “რეგიონული ჟურნალისტების მხარდაჭერა ევრო-ატლანტიკური საკითხების ფაქტებზე დაფუძნებულ გაშუქებაში” – ნაწილია. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ჟურნალისტებსა და რედაქტორებს საქართველოს რეგიონებიდან (მათ შორის, უმცირესობებით დასახლებული რაიონებიდან) ტრენინგების, საგრანტო კონკურსისა და სასწავლო ვიზიტის მეშვეობით, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაში. პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. ტრენინგი ჩატარდა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს, კონრად ადენაუერის ფონდისა (KAS) და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით.

ტრენინგის შემდეგ, მონაწილეებს საშუალება ექნება ჩაერთონ კონკურსში, რომლის მიზანია, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საუკეთესო ანალიტიკური მასალის მომზადება. საუკეთესო ანალიტიკური მასალის ავტორები მოხვდებიან იმ სამ გამარჯვებულ ჟურნალისტს შორის, რომლებიც დაჯილდოვდებიან და სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან ბრიუსელში. რედაქტორებს კი საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონკურსში.

ტრენინგის განრიგი
 


ფოტოები ტრენინგიდან

 

Related Posts