ტრენინგი ფოკუს ჯგუფის ფასილიტატორებისთვის

27 თებერვალს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ჩაატარა პროექტის მკვლევარებისა და ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი კოორდინატორების გაფართოვებული შეხვედრა, რომლის მიზანიც იყო ფოკუს ჯგუფებისთვის შემუშავებული ინტერვიუს გზამკვლევის დეტალურად გავლა, დატესტვა და ფასილიტატორების დატრენინგება. გარდა ამისა, შეხვედრაზე პროექტის გუნდმა შეაჯერა სამუშაო გეგმა, თემები და განრიგი ყველა კვლევითი აქტივობების განსახორციელებლად. მათ ასევე ერთობლივად გაზომეს პოტენციური რისკები, რაც შეიძლება კვლევის პროცესში გამოვლინდეს.

Related Posts