ტრენინგი DCFTA-ის შესახებ რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის

პროექტი საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“ 2017 წლის აპრილში დაიწყო და 2019 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება და ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულებით – ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე“ – უზრუნველყოფილი შესაძლებლობების შესახებ ინფორმირებულობის ნაკლებობას ეხება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:

  1. ჩატარდება ორდღიანი ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების ზოგადი საკითხების გარშემო.
  2. შემდგომ ეტაპზე ტრენინგში მონაწილე ორგანიზაციებისთვის გამოცხადდება მცირე საგრანტო კონკურსი. ორგანიზაციები მიიღებენ დაფინანსებას, რათა მათ მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება და გაუწიონ კონსულტაციები მცირე და საშუალო საწარმოებს DCFTA-სთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხელი შეუწყონ სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაციების და მცირე და საშუალო საწარმოების ურთიერთთანამშრომლობას DCFTA-ისთან დაკავშირებულ საკითხებში.

ტრენიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • რას წარმოადგენს DCFTA?
  • DCFTA-ის ძირითადი მოთხოვნები;
  • ნაბიჯები, რომელებიც უნდა გადადგას საწარმომ, რათა გაიტანოს საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე;

მონაწილეობისთვის დასაშვები კრიტერიუმი: გამოცხადებულ ტრენინგში მონაწილეობისთვის განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან და მუშაობენ სამიზნე რეგიონებში. ასევე, ტრენინგში მონაწილეობისათვის, თითოეულმა ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს მხოლოდ ერთი მსმენელი.

სამიზნე რეგიონები  და ტრენინგების ჩატარების განრიგი:

  • მცხეთა მთიანეთი – მცხეთა – 20-21 მარტი 
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ამბროლაური – 23-24 მარტი
  • შიდა ქართლი – გორი – 26-27 მარტი
  • ქვემო ქართლი – რუსთავი – 29-30 მარტი

პროექტის მიზანია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSO) როლის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით DCFTA-ის/SME-ების შესახებ წარმოებულ კამპანიებში; მათი უნარების გაძლიერება ადგილობრივი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომისთვის მოსამზადებლად საჭირო დახმარების გასაწევად.

პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კვლევითი ცენტრების კონსორციუმის მიერ „აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის“ (EESC, ლიტვა) ხელმძღვანელობით: საქართველოს „ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია“ (ABCO, საქართველო), „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP, საქართველო), „გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GPI, სლოვაკეთი), ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი “ინტელექტი” (საქართველო), „ათინათი“ (საქართველო) და ასოციაცია „კავკასიის გენეტიკა“ (საქართველო).

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისევროპული სამეზობლო ინსტრუმენტისმიერ.

ტრეინინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული განაცხადის ფორმა და გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: daghelishvili@gip.ge 

განაცხადების მიღების ბოლო ვადები:

  • მცხეთა მთიანეთი – მცხეთა – 16 მარტი 
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ამბროლაური – 19 მარტი
  • შიდა ქართლი – გორი – 22 მარტი
  • ქვემო ქართლი – რუსთავი – 25 მარტი

 

Related Posts