ულტრამემარჯვენე პოპულისტური მოძრაობები: ახალი გამოწვევა საქართველოსთვის

დრიანა სტეფანი

ევროპაში ულტრამემარჯვენე მოძრაობების მომძლავრებასთან ერთად, საქართველოშიც გააქტიურდნენ მსგავსი პოლიტიკური ძალები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ კიდევ მარგინალურ ძალად აღიქმებიან, ულტრამემარჯვენე მოძრაობების მზარდი წარმატება საფრთხეს უქმნის, როგორც საქართველოს ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისაკენ სწრაფვას, ისე ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ულტრამემარჯვენე ჯგუფები ანტიდასავლურ სენტიმენტებს აღვივებენ და ქსენოფობიური, რასისტული და ნაციონალისტური რიტორიკის გამოყენებით, უცხოელებს ქართულ მართლმადიდებლობასა და ქართულ იდენტობასთან ფუნდამენტურად შეუთავსებელ სუბიექტებად წარმოაჩენენ. პოლარიზებულ მედია გარემოში, სადაც ეს ფენომენი არასწორად შუქდება, როგორც საზოგადოებისთვის, ისე მთავრობისთვის რთულია იმის გარკვევა, თუ როგორ შეიძლება პრობლემასთან გამკლავება. ამასთან, რადგან ბევრი ულტრამემარჯვენე ჯგუფი მხოლოდ სოციალურ მედიაში ოპერირებს, მთავრობისთვის რთულდება მსგავსი საკითხების მოგვარება. წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი იკვლევს ულტრამემარჯვენე მოძრაობების საკითხებს, აანალიზებს, სამ ყველაზე ცნობილ ულტრამემარჯვენე აქტორს, მათ მხარდამჭერებს და მთავარ მესიჯებს და წარმოადგენს რეკომენდაციებს, რომელთა საშუალებითაც საქართველოში დაწყებული ულტრამემარჯვენე მოძრაობის ტალღის შეჩერება იქნება შესაძლებელი.

ნახვა გადმოწერა

Related Posts