ქართული პარტიული პოლიტიკური დისკურსი მიუმხრობლობის პოლიტიკის შესახებ: როგორ შეიცვალა მისი მნიშვნელობა 1992 წლის შემდეგ?

ლევან კახიშვილი

საქართველოში საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ოქტომბრის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ფონზე, მინიმუმ სამი პარტია უჭერს მხარს სამხედრო ნეიტრალიტეტს ან მიუმხრობლობის პოლიტიკას, როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკის ოპტიმალურ არჩევანს. ეს პარტიებია საქართველოს პატრიოტთა ალიანსი (იხ. Patriots.ge 2020), ერთიანი საქართველო (იხ. ლიბერალი 2016) და თავისუფალი საქართველო (იხ. Freegeorgia.ge 2020). წარმოდგენილი სამი პარტიიდან სამხედრო ნეიტრალიტეტის ყველაზე ღია და სავარაუდოდ ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი პატრიოტთა ალიანსია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი მცირე ზომის პარტიაა, მხოლოდ პატრიოტთა ალიანსმა მოახერხა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერის გადალახვა და პარლამენტში ექვსი მანდატის მიღება. ერთი მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ უმნიშვნელოა ის, თუ რა გავლენა აქვს მსგავს მცირე ზომის პარტიებს საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე. თუმცა, ისინი გავლენას ახდენენ პოლიტიკურ დისკურსზე, როდესაც ძირითად პარტიებს უპირისპირდებიან; ხოლო გავლენის ზრდასთან ერთად, პოლიტიკური დისკურსის ცვლილება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ცვლილებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი ხდება.

წინამდებარე პოლიტიკის მემორანდუმის მიზანია არა საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის, როგორც საგარეო პოლიტიკის არჩევანის შესაძლებლობის შეფასება (ნეიტრალიტეტის შესაძლებლობაზე იხილეთ კაკაჩია, ლებანიძე და ძებისაშვილი 2020), არამედ იმის გარკვევა, თუ როგორ შეიცვალა ნეიტრალიტეტის იდეა და ამ, ერთი შეხედვით, მარტივი კონცეფციის მნიშვნელობა საქართველოს პარტიული პოლიტიკის დისკურსში ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. ამ მიზნით, დოკუმენტში გაანალიზებულია 1992-2016 წლებში საპარლამენტო პარტიების პროგრამები (პროგრამები მოძიებულ იქნა Manifesto Project-ის მონაცემთა ბაზაში, იხილეთ, Volens et al 2019). საარჩევნო პროგრამების კოდირება და დამუშავება მოხდა კონტენტ ანალიზის გამოყენებით, რომელიც იძლევა პარტიის პოზიციის გამოთვლის შესაძლებლობას იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად უჭერს მხარს პოლიტიკური პარტია მიუმხრობლობის პოლიტიკას. ანალიზი ეფუძნება 46 პარტიის პროგრამას შვიდი საპარლამენტო არჩევნების განმავლობაში და ასახავს საქართველოში პარტიული პოლიტიკის დისკურსში მიუმხრობლობის პოლიტიკის მნიშვნელობის ცვლილებას.

 

ნახვა გადმოწერა

 

Related Posts