საქართველო ევროპულ დისკურსში: შვედური ხედვა

10 ოქტომბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია – “საქართველო ევროპულ დისკურსში: შვედური ხედვა” – გამართა. ღონისძიება მოეწყო საქართველოში შვედეთის სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოსთან პარტნიორობით.

მომხსენებლებმა ისაუბრეს შვედეთის საგარეო პოლიტიკის დისკურსებსა და პრიორიტეტებზე და ასევე იმაზე, თუ როგორ უკავშირდება ეს ყოველივე საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სხვა ქვეყნებს.

მომხსენებლებელთა შორის იყვნენ:

...

GIP-ის ორგანიზებით ბერლინში აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ საჯარო დისკუსია გაიმართა

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის, ევროპის პოლიტიკის ინსტიტუტის, ჯორჯ მარშალის ცენტრისა და გერმანიის ასპენის ინსტიტუტის ერთობლივი ძალისხმევით, 25 სექტემბერს  ბერლინში საჯარო დისკუსია – “აღმოსავლეთ პარტნიორობა – არსებული რეალობის შეფასება და  სამომავლო პერსპექტივები”– გაიმართა.

ღონისძიებაზე თავი 80-ზე მეტმა მონაწილემ მოიყარა, მათ შორის, პარლამენტის წევრებმა და საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის, გერმანიისა და აშშ-ის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მონაწილეებმა ამ ქვეყნების ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. (more…)

...

“ინტეგრაციის რეგიონული სირთულეები” – ანგარიშის პრეზენტაცია

13 სექტემბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP), NED-ის (ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის) მხარდაჭერით,  ანგარიშის – ინტეგრაციის რეგიონული სირთულეები: საქართველო ურთიერთგადაჯაჭვული გავლენების ბადეში – პრეზენტაცია გამართა.

დოკუმენტი, რომლის ავტორებიც GIP-ის ანალიტიკოსები – ბიძინა ლებანიძე და მარიამ გრიგალაშვილი არიან,  მიზნად ისახავს, გაზომოს სხვადასხვა რეგიონულ და გლობალურ აქტორებზე საქართველოს დამოკიდებულების ხარისხი (დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ) და დაადგინოს, (more…)

...

GIP-იმ შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტს უმასპინძლა

19-25 ივლისს შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტის – „შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკა“ – ფარგლებში, ქართველი და უცხოელი სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ.

შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი ერთი კვირის მანძილზე მაღალი დონის სასწავლო კურსს სთავაზობდა პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სხვა მონათესავე სფეროების სტუდენტებს. კურსი მოიცავდა ლექციებს, დისკუსიებს, საგანმანათლებლო ვიზიტს საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და კულტურულ პროგრამას.

(more…)

...

GIP-იმ საქართველოს 4 რეგიონში დისკუსიები გამართა

„დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის გამოწვევები საქართველოში: როგორ წარვმართოთ პროცესი?“ – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) 19-28 ივნისის საქართველოს 4 რეგიონში – თელავის, ბათუმის, ქუთაისისა და გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში – დისკუსიები გამართა. შეხვედრების ფარგლებში, საქართველოში ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის ტენდენციებზე ისაუბრეს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა – კორნელი კაკაჩიამ და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა – ლევან კახიშვილმა, ელენე ფანჩულიძემ და მარიამ გრიგალაშვილმა.

შეხვედრები მიზანად ისახავდა, შეესწავლა რეგიონში არსებული დამოკიდებულებები, (more…)

...

GIP-იმ ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის სემინარი ჩაატარა

7 ივნისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP), საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებული, ახალგაზრდა ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის სემინარი ჩაატარა. 

ახალგაზრდა ჟურნალისტებმა მოისმინეს ლექციები ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ნატოსა და ევროკავშირის არსი; სად დგას საქართველო და საით მიემართება ინტეგრაციის პროცესში – გამოწვევები და შესაძლებლობები;

სემინარი GIP-ის პროექტის – “რეგიონული ჟურნალისტების მხარდაჭერა ევროატლანტიკური საკითხების ფაქტებზე დაფუძნებულ გაშუქებაში” – ნაწილია. (more…)

...

წიგნის პრეზენტაცია ბერლინში – „გეოპოლიტიკა და უსაფრთხოება: ახალი სტრატეგია სამხრეთ კავკასიისთვის“

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, კორნელი კაკაჩიამ, მონაწილეობა მიიღო 17 მაისს ბერლინში გამართულ წიგნის პრეზენტაციაზე – „გეოპოლიტიკა და უსაფრთხოება: ახალი სტრატეგია სამხრეთ კავკასიისთვის“, რომელიც გერმანიის საგარეო ურთიერთობების საბჭოს (DGAP) ორგანიზებით ჩატარდა.

სამხრეთ კავკასიის რეგიონი რუსეთის, ევროკავშირის, ირანისა და ჩინეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და ენერგო ინტერესების გასაყარზე მდებარეობს. რეგიონი ხასიათდება სუსტი სახელმწიფოებრიობით და გადაუწყვეტელი კონფლიქტებით. სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებს შორის წამყვანი ადგილი დროში გაწელილ სეპარატისტულ კონფლიქტებს (more…)

...

სასწავლო ვიზიტი ბრიუსელში რეგიონული მედიასაშუალებების ჟურნალისტებისთვის

15-16 მაისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით, რეგიონული მედიასაშუალებების ჟურნალისტები სასწავლო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრნენ. 

სასწავლო ვიზიტის მონაწილე ჟურნალისტებმა –  ჯაბა ანანიძე (ბათუმელები), ნატო გოგელია (გურიანიუსი) და ეკატერინა ნოზაძე (ბორჯომი TV) – გაიარეს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარებული ტრენინგები რეგიონული ჟურნალისტებისთვის და გაიმარჯვეს კონკურსში, რომლის მიზანი იყო, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საუკეთესო ანალიტიკური მასალის მომზადება. 

ვიზიტის მონაწილეებს ორი დღის განმავლობაში ჰქონდათ ათამდე შეხვედრა, მათ შორის, (more…)

...

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა საერთაშორისო კონფერენციას – „დემოკრატიზაციის და ევროპეიზაციის დღის წესრიგი ცვალებად გარემოში: ფოკუსი საქართველოზე“ – უმასპინძლა

საქართველოს დემოკრატიზაციის და ევროპეიზაციის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე სასაუბროდ, 2018 წლის 2 მაისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა „ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის (NED)“ მხარდაჭერით, უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას  – „დემოკრატიზაციის და ევროპეიზაციის დღის წესრიგი ცვალებად გარემოში: ფოკუსი საქართველოზე“. კონფერენცია სამი პანელისგან შედგებოდა: დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის მამოძრავებელი შიდაპოლიტიკური ფაქტორები; საქართველოს უშუალო სამეზობლო; დასავლური პირობითობის ზეგავლენა.

(more…)

...

EU-LISTCO-ის ფარგლებში გამართულ კონფერენციში მონაწილეობის მისაღებად GIP ბერლინში გაემგზავრა

25-27 აპრილს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, კორნელი კაკაჩია და პოლიტიკის ანალიტიკოსი, ბიძინა ლებანიძე ბერლინში გამართულ კონფერენციაზე გაემგზავრნენ, რომელსაც ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი მასპინძლობდა.

სამწლიანი პროექტი – „ევროპის საგარეო მოქმედება, შეზღუდული სახელმწიფოებრიობისა და სადავო საერთაშორისო წესრიგის ორმაგი გამოწვევა“ (EU-LISTCO)  – ჰორიზონტ 2020-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კვლევებზე ორიენტირებული ევროკავშირის პროგრამა, ხორციელდება საერთაშორისო კვლევითი კონსორციუმის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც 14 აკადემიური და კვლევითი ცენტრია, (more…)

...

GIP-ის კვლევის პრეზენტაცია ვიზალიბერალიზაციის გამოწვევების შესახებ

20 აპრილს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა დოკუმენტის – „საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გამოწვევები: პოლიტიკური კონტექსტი და სტატისტიკა“ პრეზენტაცია გამართა. 

დოკუმენტი, რომლის ავტორებიც მარიამ გრიგალაშვილი (GIP-ის პოლიტიკის ანალიტიკოსი) და მიხეილ სარჯველაძე (GIP-ის აფილირებული ანალიტიკოსი) არიან, მიზნად ისახავს, გააანალიზოს რამდენად დგას საქართველო ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხის წინაშე და რამდენად სამართლიან შეფასებას ეყრდნობა ის სტატისტიკა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკურ ჯგუფებს შეჩერების მექანიზმის ამოქმედების განმაპირობებელ ფაქტორად მოჰყავთ. (more…)

...

საქართველო ევროპულ დისკურსში: ავსტრიული ხედვა

11 აპრილს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია – “საქართველო ევროპულ დისკურსში: ავსტრიული ხედვა” – გამართა. ღონისძიება მოეწყო საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსა და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით. 

მომხსენებლებმა ისაუბრეს ავსტრიის საგარეო პოლიტიკის დისკურსებსა და პრიორიტეტებზე და ასევე იმაზე, თუ როგორ უკავშირდება ეს ყოველივე საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სხვა ქვეყნებს. მომხსენებლებელთა შორის იყვნენ:

  • იოჰან ვოლფშვენგერ – Gem-Stones-ის დოქტორანტი (more…)
...