განცხადების მიღება GEOPATH-ის სტიპენდიის მოსაპოვებლად პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი და ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, თსუ-ის სოციალურ და პოლიტურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან თანამშრომლობით, იწვევენ დოქტორანტურის სტუდენტებს GEOPATH-ის პროგრამის სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. 

პროგრამის მიზანია, ფინანსური და კვლევითი მხარდაჭერა გაუწიოს ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებს, რომლებსაც დოქტორის ხარისხის მოპოვება სურთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პოლიტიკის მეცნიერების დისციპლინების სადოქტორო პროგრამების პირველი სასწავლო წლის სტუდენტებს, რომლებიც მუშაობენ თემაზე – საქართველოს სამომავლო სტრატეგიული კურსი რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე (Georgia’s strategic path in the Russia-West rivalry). პროგრამის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.

სტoპენდიის დეტალები

პროგრამა ითვალისწინებს სტიპენდიას 3 წლის განმავლობაში (2022 წლამდე), 4,800 ნორვეგიული კრონის ოდენობით თვეში (მოიცავს სწავლის გადასახადსაც).

მონაწილეობის კრიტერიუმები

აპლიკანტები უნდა იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2019-2020 სასწავლო წლის დოქტორანტურის სტუდენტები.

სააპლიკაციო პროცესი  

აპლიკანტებმა, ქვემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@gip.ge არაუგვიანეს 2019 წლის 15 ოქტომბრისა:

  • CV, მათ შორის პუბლიკაციების ჩამონათვალი;

  • უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანება;

  • ორგვერდიანი კვლევის პროექტი (research proposal).

CV და კვლევის პროექტი შედგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. შერჩეული კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან გასაუბრებაზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

პროგრამასთან და სააპლიკაციო პროცესთან დაკავშირებით შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტს ელექტრონულ მისამართზე info@gip.ge

Related Posts