17/11/2016 GIP

მისტერ ტრამპი და საქართველო

Author

ჯოსეფ ლარსენ

ჯოსეფ ლარსენ

ორ თვეში დონალდ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტი გახდება. არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია არჩეული პრეზიდენტის პოლიტიკის განხილვისას. ტრამპის წინასაარჩევნო განცხადებებმა გაზარდა შიში შოვინიზმის, წამების გამოყენების, შეუკავებელი აგრესიის, საერთაშორისო სამართლისა და ამერიკის საერთაშორისო ვალდებულებების უგულვებელყოფის შესახებ. შესაძლოა, თითოეული მათგანი განხორციელდეს ან არც ერთი მათგანი არ შესრულდეს. როგორც მომხრეებს, ისე მოწინააღმდეგეებს წარმოდგენა არ აქვთ რას უნდა მოელოდნენ პოლიტიკურად გამოუცდელი ლიდერისგან.

6359712857427363911155185075_makeamericagreatagain1როგორც ჩანს, ტრამპი გაურკვევლობაში ყოფნას თავის ღირსებად მიიჩნევს. ამა წლის დასაწყისში ნიუ იორკ თაიმსმა მას კითხვით მიმართა რუსეთისთვის შეთავაზებული პოლიტიკის შესახებ. მისი პასუხი საკმაოდ ორაზროვანი აღმოჩნდა: „მე არ მსურს გითხრათ რას გავაკეთებ, რადგან არ მინდა პუტინმა იცოდეს რის გაკეთებას ვგეგმავ“. ეს განცხადება მოჰყვა ეი ბი სი-სთან ჩაწერილ ინტერვიუს, სადაც ტრამპმა აღნიშნა, რომ „ნატო არის დრომოჭმული ორგანიზაცია“.

გაურკვევლობა წარმოადგენს ორლესულ ხმალს. მოულოდნელობის ელემენტები შესაძლოა მომგებიანიც კი იყოს, მაგრამ ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება შეკავების პოლიტიკას, პრინციპს, რომლითაც ნატო და სხვა დასავლეთის ეგიდით გაერთიანებული ინსიტუტები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი.

ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთის სახმელეთო ძალებს შესაძლებლობა აქვთ ტალინს (თუნდაც თბილისს) რამდენიმე საათში ალყა შემოარტყან. რუსეთი ამ ნაბიჯს ნატო-ს მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე არ დგამს, რომლითაც ნატო-ს ერთ წევრ ქვეყანაზე თავდასხმა მის ყველა წევრ ქვეყანაზე თავდასხმად მოიაზრება. თუნდაც ლატვიის დაპყრობა ცალსახად ნიშნავს აშშ-სთან ომის დაწყებას, ამ შემთხვევაში კი დანახარჯი აუცილებლად გადაწონის სარგებელს.

ტრამპმა უარი განაცხადა აშშ-ს მიერ ნატო-ს წინაშე აღებული ვალდებულების შესრულებაზე. იგი იუწყება, რომ თუკი მოკავშირეს, რომელიც იმყოფება საფრთხის ქვეშ, არ ჰქონია საკმარისი შენატანი ნატო-ს თავდაცვის ბიუჯეტში, მომავალში ნაკლები მოლოდინი უნდა ჰქონდეს დახმარების მიღების.

საქართველო არ არის ნატო-ს წევრი ქვეყანა და ვერც მე-5 მუხლი ამოქმედდება მის დასახმარებლად. და მაინც, ვაშინგტონის შეკავების პოლიტიკა, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია.  ტრამპის მიდგომა -რომ არაფერი ვთქვათ მის სიმპათიებზე ვლადიმერ პუტინისადმი – ნამდვილად არ ეხმიანება თბილისის ინტერესებს. ისევე როგორც ბალტიის სახელმწიფოები, საქართველო ყოველთვის იყო უთანასწორო ბრძოლაში დაეცვა საკუთარი საზღვრები რუსული აგრესიისგან. აქედან გამომდინარე, საეჭვოა, გარისკავს თუ არა ამერიკა მსგავს სიტუაციაში ჩარევას.

ოპ-ედ-ის მიხედვით, ალექსანდრა ჰოლმა,  ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში, განცხადა, რომ მთავარ საკითხს მხოლოდ საქართველოს მარტო დარჩენა არ წარმოადგენს: „ნებისმიერი ცვლილება აშშ-ს პოლიტიკაში საქართველოს მიმართ ნაკლებად სარწმუნოა, რომ იქნება ღია. აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია მოსალოდნელია, რომ განაგრძობს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მაგრამ ამ მიზნების მიღწევისათვის თითქმის არაფერს გააკეთებს“.

მეორე მხრივ, იმ შემთხვევაში თუ ტრამპი შეძლებს პუტინის შიშის შემსუბუქებას ნატო-ს გაფართოების თაობაზე, შესაძლებელი გახდება, რომ კრემლმა საქართველოს მიმართ პოზიციები შეარბილოს. ეს ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ ბევრად უფრო უცნაური მოვლენებიც მომხდარა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აშშ-ს პრეზიდენტად იქნა არჩეული ადამიანი, რომლსაც არ აქვს არც თანმიმდევრული შეხედულებები და არც პოლიტიკური გამოცდილება.

საქართველოს მთავრობა სიფრთხილით ეკიდება ტრამპის გამარჯვებას. საქართველოს პრემიერ მინისტრმაც და პრეზიდენტმა მიულოცეს არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება და გამოხატეს იმედი ახალი ადმინისტრაციის მიმართ. თუმცა, მათი განცხადებები საკმარისი არ აღმოჩნდა პესიმისტებისთვის. პრეზიდენტმა ირიბი კრიტიკით შეახსენა ტრამპს, რომ მას აქვს „უმაღლესი პასუხისმგებლობა ჩვენს წინაშე, დაგვიცვას და შეინარჩუნოს საყოველთაო ღირებულებები, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია და მშვიდობა.’’

ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველომ  ნატო-ში გაწევრიანება საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად დაისახა. თუ ამერიკელებმა მხარი დაუჭირეს  ნატოს სკეპტიკოსებს, გამოვა რომ საკმაოდ მძიმე სამუშაო გასწია საქართველომ არაფრის გამო.  ამერიკის საგარეო დახმარების ბიუჯეტი- საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო წყარო  -სავარაუდოდ შემცირდება. აშშ-ს ელჩის იან კელის განცხადებაც არც თუ დამაჯერებლად ჯღერს: “მე იმედი მაქვს, რომ აშშ მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.”

უფრო საბაზისო დონეზე, ტრამპის საარჩევნო გამარჯვებით შექმნილი გაურკვევლობა ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, ნიშნავს საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრას, რომელიც მოითხოვს ინტენსიურ შესწავლას. ეს აზრი, ჰენრი კისინჯერის მიერ იქნა გამოთქმული ბოლო ინტერვიუში ატლანტიკთან. მეტი დროის და რესურსების ხარჯვა  ტრამპის ფენომენის შესწავლაზე, ნიშნავს ნაკლები დროის დარჩენას პრაქტიკული ინიციატივებისთვის, როგორიცაა  შიდა თავდაცვის განმტკიცება და მუშაობა საერთო საფუძვლის პოვნაზე რუსეთთან.

თბილისი  მომზადებული უნდა შეხვდეს აშშ-ს ადმინისტრაციის მხარდაჭერის შესაძლო შემცირებას. მაგრამ, როგორც ყველაფერი ტრამპის გარშემო, მომავალიც  გაურკვეველია. ლინკოლნ მიტჩელი მის ბოლო ანალიზში საქართველოს შესახებ აღნიშნავს, ბევრი რამ არის დამოკიდებული მომავალ სამთავრობო კაბინეტზე. მაგალითად,  ვიცე-პრეზიდენტად არჩეული  მაიკ პენსი არის ეროვნული უსაფრთხოების ‘ქორი’, და  სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი, რომელიც სულაც არ იზიარებს ტრამპის ცალკეულ პოლიტიკურ შეხედულებებს.

ყოფილი ისტორიის პროფესორი,  სპიკერი და რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი, ნიუტ გინგრიჩი ლიდერობს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის კანდიდატთა სიას. ის და ტრამპი უცნაური წყვილია: გინგრიჩი არის ‘ცივი მებრძოლი’, რომელიც  მხარს უჭერდა აშშ ინტერვენციას ბოსნიაში, კოსოვოსა და ჰაიტში, აგრეთვე,  ჯორჯ ბუშის ომს ტერორიზმის წინააღმდეგ. მას მწვავედ აკრიტიკებდა ვლადიმერ პუტინი და  აგრეთვე დემოკრატიზაციის პროგრამების  მხარდამჭერნი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში.

 გასულ წლებში ინტერვენციის ერთგული მომხრე გინგრიჩი, ახლა ამბივალენტურია  საგარეო პოლიტიკის მიმართ. წლის დასაწყისში კითხვაზე ესტონეთისთვის ნატოს მხარდაჭერის შესახებ გინგრიჩმა უპასუხა: “მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ბირთვულ ომს გავრისკავდი ზოგიერთი ადგილისთვის, რომელიც  სანქტ-პეტერბურგის გარეუბანშია”.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განიხილება სენატორ ბობ ქორკერის კანდიდატურა. ქორკერი საქართველოს 2008 წელს ეწვია, რუსეთის ინტერვენციის შემდეგ, რათა გამოეხატა ამერიკის მოკავშირის მიმართ მხარდაჭერა. ამა წლის დასაწყისში მან მხარი დაუჭირა სენატის რეზოლუციას  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ.

როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაცია, საკმაოდ მრავალფეროვანი შეხედულებების მქონდე პოლიტიკოსებით დაკომპლექტდება.

, , , , , , ,