ექსპერტთა გამოკითხვა

განსხვავდება თუ არა ექსპერტებისა და საზოგადოების ხედვა? ექსპერტებისა და საზოგადოების მოსაზრებების შედარება მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) ექსპერტთა რიგით მეშვიდე გამოკითხვა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, ექსპერტებს მიმდინარე მოვლენების შესახებ თავიანთი ხედვების გაზიარება სთხოვა. ექსპერტთა გამოკითხვამ იმ 28 უცხოელი და ქართველი ექსპერტის პასუხები გაანალიზა, რომლებიც აქტიურად იკვლევენ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. გამოკითხვის ძირითადი მიზანი იყო გამოეკვლია, თუ რამდენად განსხვავდება საექსპერტო საზოგადოების მოსაზრებები, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე, ქართულ საზოგადოებაში არსებული ხედვებისა და აღქმებისგან. (more…)

...

გამოწვევები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე – ექსპერტთა შეფასება

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ტენდენციებისა და პერსპექტივების შესახებ,  ოცი ქართველი და უცხოელი ექსპერტი გამოკითხა. გამოკითხული ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა და დემოკრატიზაციის პროცესები მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან და რომ საქართველო დემოკრატიის კონსოლიდაციას ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე ვერ შეძლებს. ექსპერტები ასევე მიიჩნევენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესს საქართველოში მყარი საფუძველი აქვს და მხარს უჭერს, როგორც პოლიტიკური ელიტა, ასევე მოსახლეობა. (more…)

...

ქართველი და უცხოელი ექსპერტები განვლილ 2017 წელს აფასებენ

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა „ექსპერტპოლის“ პროექტის ფარგლებში, 2017 წლის შემაჯამებელი გამოკითხვა ჩაატარა. გამოიკითხა 20 ქართველი და უცხოელი მიმომხილველი, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. ქართველ და უცხოელ ექსპერტთა მოსაზრებები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მეტწილად იდენტური იყო და კარგად ასახავს საქართველოს მთავრობის  მიერ მიღწეულ ამბივალენტურ შედეგებს დემოკრატიზაციის, საგარეო პოლიტიკის, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით.

(more…)

...

ქართველი და უცხოელი ექსპერტები მმართველ პარტიას ადგილობრივ არჩევნებში კვლავ იოლ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი აგრძელებს, მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ, ქართველ და უცხოელ ექსპერტთა გამოკითხვას. ამჯერად პოლიტიკის ინსტიტუტმა 30 ექსპერტი და პოლიტიკური მიმომხილველი მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით გამოკითხა. ექსპერტთა უმრავლესობა ქართულ ოცნებას არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს.

  (more…)

...