საქართველო ევროპულ დისკურსში: ავსტრიული პერსპექტივა

იოჰან ვოლფშვენგერი

უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის „სანიმუშო სტუდენტად“ მიიჩნევა. ქვეყნის მტკიცე პროევროპულმა პოზიციამ 2014 წელს ევროკავშირთან „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ (AA) ხელმოწერა მოიტანა შედეგად. თუმცა, საქართველოს ევროპული მისწრაფებები ევროკავშირში ყოველთვის სათანადოდ არ არის ასახული. ამ ყოველივემ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აღქმასა და ქვეყანაში არსებულ შიდა დისკურსს შორის შორის ერთგვარი სიცარიელე გააჩინა. წინამდებარე პოლიტიკის ნარკვევი ავსტრიაში არსებული იმ პრიორიტეტებისა და აღქმების იდენტიფიკაციას ცდილობს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების მიმართ ავსტრიის პოზიციას განსაზღვრავენ. წინამდებარე დოკუმენტი შემდეგ კითხვას სვამს: ავსტრია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების  მხარდამჭერად თუ სკეპტიკოსად უნდა იქნას მიჩნეული? ნარკვევის პირველი ნაწილი, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მიმართ ავსტრიის პოზიციას ისტორიულ-ინსტიტუციური პრიზმიდან აანალიზებს. მეორე ნაწილში, აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ ავსტრიის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის პოზიცია და ორმხრივი, ავსტრიულ-ქართული ურთიერთობებია განხილული. მესამე ნაწილი, კი 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ავსტრიის შიდა პოლიტიკას ეხება და სამეზობლოს მიმართ ავსტრიის საგარეო პოლიტიკაზე მის გავლენას აანალიზებს.  

ნახვა გადმოწერა

Related Posts