ლევან კახიშვილი

Book AN Appointment

ლევან კახიშვილი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი და საერთაშორისო შავის ზღვის უნივერსიტეტის (IBSU) საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ადმინისტრატორია. მკვლევრის ამპლუაში ასევე თანამშრომლობს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. მისი  სფეროები მოიცავს, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებს, საქართველოს საგარეო პოლიტიკას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ასპექტში, ასევე ეროვნულ იდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ეთნიკურ უმცირესობებსა და ნაციონალიზმს. მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია და სხვადასხვა წიგნის თავები. წარსულში ლევან კახიშვილი მუშაობდა კავკასიური სახლისთვის, აღმოსავლურ-დასავლური მართვის ინსტიტუტისა და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრისთვის. მას აქვს ოქსფორდის უნივერსიტეტის, წმინდა ენტონის კოლეჯის მაგისტრის ხარისხი რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევებში და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი „ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში“. ლევანი უძღვება პოლიტიკური მეცნიერებების, კვლევის მეთოდებისა და აკადემიური წერის კურსებს შავი ზღვის უნივერსიტეტში და კვლევის დიზაინის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.