სალომე მინესაშვილი

Book AN Appointment

სალომე მინესაშვილი GIP-სთან 2013 წლის სექტემბრიდან თანამშრომლობს. სალომეს აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი „ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში“ და ედინბურგის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი „საერთაშორისო პოლიტიკურ თეორიაში“. ამჟამად ის ბერლინის ფრეიეს უნივერსიტეტის დოქტორანტურის სტუდენტია ტრანსნაციონალური კვლევების მიმართულებით. სალომე ასევე ჩართულია რამდენიმე ადგილობრივ და რეგიონულ კვლევით პროექტში, რომელთა კვლევის საგანია რელიგიური ძალაუფლება, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, იდეისა და იდენტობის როლი საქართველოს საგარეო პოლიტიკაში და სხვა.