კვლევითი გრანტი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის საქართველოდან

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში იწყებენ ახალ პროექტს სახელწოდებით „თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ: მიდგომები და ტენდენციები“, რომლის მიზანია  ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობა, რათა შეიმუშავონ პოლიტიკის დოკუმენტები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ.

პროექტის ფარგლებში, ორგანიზატორები იწვევენ ორ ახალგაზრდა მკვლევარს საქართველოდან პოლიტიკის დოკუმენტების შესამუშავებლად. ამგვარი კვლევითი გრანტი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ცხადდება სომხეთსა და აზერბაიჯანშიც. შესაბამისად, სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან ექვსი მკვლევარი  მიიღებს პროექტში მონაწილეობას. პოლიტიკის დოკუმენტები უნდა ეხებოდეს შემდეგ საკითხებს:

  • ეკონომიკა
    • თურქეთი, როგორც მნიშვნელოვანი ინვესტორი
    • თურქეთი, როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი
    • ვიზა ლიბერალიზაცია
    • ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის როლი
    • ტურიზმი
  • ენერგეტიკა
    • ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი (სამხრეთის გაზის დერეფანი)
    • აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის მჭიდრო თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში
  • უსაფრთხოება
    • სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან
    • თურქეთის მიერ საქართველოს არმიის ტრენინგი ნატოს კონტექსტში
    • შავი ზღვის რეგიონის მზარდი მილიტარიზაცია
    • თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები და გავლენა საქართველოზე
  • კონფლიქტები
    • თურქეთის როლი აფხაზეთში
  • გენდერი
    • სამუშაო ძალის მიგრაცია თურქეთში (აქცენტი გენდერულ ასპექტებზე)

 

ამასთანავე, მკვლევრებს შეუძლიათ სხვა ისეთ თემაზეც დაწერონ პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც არ არის ზემოთ ჩამოთვლილი. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მკვლევრის მიერ შერჩეულა საკითხი არ დაშორდეს პროექტის ძირითად თემას – თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში.

სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან შერჩეული ექვსი მკვლევარი მონაწილეობას მიიღებს ერთდღიან ტრენინგში, რომელიც 2019 წლის 19 დეკემბერს გაიმართება თბილისში. ტრენინგის ფარგლებში, მკვლევრები შეხვდებიან მენტორებს და განიხილავენ კვლევით პროექტს, პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების დეტალებსა და სხვა კვლევასთან დაკავშირებულ საკითხებს. პოლიტიკის დოკუმენტები უნდა დაიწეროს ინგლისურ ენაზე. რაც შეეხება ზომას, პოლიტიკის დოკუმენტი უნდა იყოს 2,000-2,500 სიტყვის ფარგლებში.

პოლიტიკის დოკუმენტი უნდა ეხებოდეს საქართველო-თურქეთის ურთიერთობებს; თურქეთის როლსა და საგარეო პოლიტიკას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში; და თურქეთის პოლიტიკის შედეგებს ევროკავშირისთვის. დოკუმენტების საჯარო პრეზენტაცია თბილისში, 2020 წლის აპრილში შედგება საერთაშისო კონფერენციაზე, რომელსაც დაესწრებიან მონაწილეები გერმანიიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან.  კვლევითი გრანტი ჰაინრიხ ბიოლის ფონდის უფრო მასშტაბური პროექტის ნაწილია, რომელიც ეხება თურქეთის როლს ევროკავშირის სამეზობლოში, უფრო კონკრეტულად კი – სამხრეთ კავკასიაში, ბალკანეთსა და ახლო აღმოსავლეთში.

 

პროგრამაში მკვლევრების შერჩევა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოხდება:

  • მაგისტრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებაში, საერთაშორისო ურთიერთობებში ან სოციალური მეცნიერებების სხვა დისციპლინაში;
  • ასაკი – 35 წლამდე;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა;
  • კარგი წერითი და ანალიტიკური უნარები;
  • გამართული ზეპირი კომუნიკაციის უნარები;
  • თურქეთთან დაკავშირებული საკითხების მიმართ ინტერესი.
  • თურქული ენის ფლობა და ამ თემატიკაზე გამოქვეყნებული ნაშრომები ჩაითვლება უპირატესობად;
  • ერთდღიან ტრენინგსა და კონფერენციაზე დასწრება სავალდებულია.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ:

  • CV
  • ერთგვერდიანი აბსტრაქტი, სადაც წარმოდგენილი იქნება საკვლევი თემა

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა დოკუმენტები უნდა გაგზავნონ 2019 წლის 5 დეკემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: silagadze@gip.ge გივი სილაგაძე. პროექტის ფარგლებში, თითოეული მკვლევარი მიიღებს ანაზღაურებას 975 ლარის (დარიცხული) ოდენობით.

 

შერჩევის ვადები:

  • 2019 წლის 5 დეკემბერი: CV-ისა და აბსტრაქტის გაგზავნის ბოლო ვადა
  • 2019 წლის 5-10 დეკემბერი: ინტერვიუები კანდიდატებთან
  • 2019 წლის 11 დეკემბერი: შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ გადაწყვეტილების შესახებ
  • 2019 წლის 19 დეკემბერი: ტრენინგი თბილისში მკვლევრებისთვის

 

 

პროექტი ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისთან თანამშრომლობით

Related Posts